3 ბაზრის მონიტორინგი დასრულდა, 2 ახალი ბაზრის შესწავლა დაიწყო - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

3 ბაზრის მონიტორინგი დასრულდა, 2 ახალი ბაზრის შესწავლა დაიწყო - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

access_time2023-04-25 12:00:57


კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2022 წელს 3 მოკვლევა დასრულდა, ხოლო 2 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ასევე, დასრულდა 3 ბაზრის მონიტორინგი, დაიწყო 2 ახალი ბაზრის შესწავლა. უწყების მიერ გაცემულ იქნა 17 რეკომენდაცია: 1 - საწვავის ბაზარზე; 2 - ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის ექიმის მომსახურების ფარგლებში; 13 - ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში და 1- მთარგმნელობითი-სათარჯიმნო მომსახურების სექტორში.

 

ამავე პერიოდში, 6 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. 2022 წელს, მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში დაიწყო 47 საქმის შესწავლა, ხოლო 4 საქმეზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 2014-2022 წლებში, განხორციელებული აქტივობების სურათი კი შემდეგია: დასრულდა 40 მოკვლევა და 11 ბაზრის მონიტორინგი. გაიცა - 23 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით 88 რეკომენდაცია, - იტყობინება კონკურენციის სააგენტო.

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2023 წელს უფრო ძლიერი აღსრულების პოლიტიკით აღჭურვილი და ახალი ფუნქციებით ხვდება! 2022 წელი ჩვენი უწყებისთვის ტრადიციულზე უფრო აქტიური და სიახლეებით დატვირთული იყო. ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და 1 ნოემბრიდან აღსრულების პროცესი დავიწყეთ და პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადაიდგა. 2023-ში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა იქნება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე დანერგილია: ელექტრონული და გენერიკული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასები და ა.შ. დაშვებულ იქნა მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 50-70%-იანი ფასების შემცირება დაფიქსირდა. რეფორმები გრძელდება, რათა თითოეულმა მომხმარებელმა მედიკამენტების სამართლიან და კონკურენტულ ფასად შეძენა შეძლოს.


 

2022 წლის პირველი ნახევარი ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგმა ბაზარზე მთავარი კომპანიების განსხვავებული ქცევა და საკმარისი საფუძვლები აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი 5 საწვავის რეალიზატორი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაწყებულიყო.

 

საანგარიშო პერიოდში, დავხურეთ სამი მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და შეთანხმებული ქმედების ფაქტებზე.

 

2022 წელს, დავიწყეთ საფინანსო სექტორისთვის ძალიან აქტუალური თემის მონიტორინგი, რაც გულისხმობს საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას. სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს.

 

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. თბილისს სტუმრობდნენ 20-მდე ქვეყნის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელი პირი, გაიმართა 6 პანელური სესია, რომელშიც 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, UNCTAD-ის და OECD-ის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებების პირველი პირები. ჩვენი მიზანია, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების თემაზე გამართული საერთაშორისო ღონისძიებების რუკაზე საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

 

2022 წელს, სააგენტოში ევროკავშირის მხარდაჭერით TWINNING-ის პროექტი დაიწყო. აქტიურია თანამშრომლობა აშშ განვითარების სააგენტოსთან (USAID), რომელთა მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება,’’ - განმარტავს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up