მოსკოვში, პეტერბურგში, ციმბირის ქალაქებში, ურალსა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ სპონტანური აქციები მიმდინარეობს. Current Time წერს, რომ ხალხი დაკავების შიშით ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე ლოზუნგებისა და პლაკატების გარეშე გამოდის. ცნობილი ხდება სულ მცირე 500 მომიტინგის დაკავების შესახებ.
მოსკოვში, არბატზე, მობილიზაციის წინააღმდეგ სპონტანური აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო, იუწყება SOTA.
ვრცელდება ინფორმაცია 27 დაკავებულის შესახებ. აქციას ასევე ესწრებოდნენ დედები, რომელთა ვაჟებიც უკვე სამხედრო ასაკის არიან. არბატზე აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა ომს“ და პუტინი — სანგრებს“.
მოსკოვი, 21 სექტემბერი, Reuters-ის ფოტოები: