ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდებზე ონკოლოგიური კონფერენცია ჩატარდა

ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდებზე ონკოლოგიური კონფერენცია ჩატარდა

access_time2023-04-03 14:12:43

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყანაში დარგის განვითარება და სამომავლო გეგმების შემუშავებაა.

წამყვანმა სპეციალისტებმა „ევექსი ჰოსპიტლების“ ონკოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს სრული შემადგენლობით, დარგის წარმომადგენლებს გააცნეს არსებული სიახლეები ძუძუს კიბოს მკურნალობაში. მათ შორის, განიხილეს თანამედროვე სამედიცინო სადიაგნოსტიკო საშუალებები და კონსერვატიული, ქირურგიული თუ თერაპიული მკურნალობის უახლესი, 2022 წლის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიები. საუბარი შეეხო ასევე განსაკუთრებით საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს და როგორც ონკოპაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე - მათ ფსიქო-სოციალურ ასპექტებს.

კონფერენციას, რომელიც „კარაპს მედლაინის“ ორგანიზებით ჩატარდა, უძღვებოდა ამავე კლინიკის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი კოხრეიძე. სპიკერებს შორის ასევე იყვნენ:

  • ალექსი ბაიდოშვილი - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პათოლოგ-ანატომი, კლინიკური პათოლოგი, ციფრული და კომპიუტერული პათოლოგიის სპეციალისტი;
  • ივანე კილაძე - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კლინიკური ონკოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ნანა ჩიხლაძე - მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, კლინიკური ონკოლოგი, „კარაპს მედლაინის“ სიმსივნეთა მედიკამენტური მკურნალობის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ლიკა კაცელაშვილი - მედიცინის დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის  კლინიკური ონკოლოგი;
  • ქეთევან შენგელაია - მეან-გინეკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
  • ანა მაზანაშვილი - „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, კავკასიის ონკოსაზოგადოება Hope-ის დამფუძნებელი;


კონფერენცია მოიცავდა ცოცხალ დისკუსიას საკითხის გარშემო. სპეციალისტებმა ისაუბრეს საქართველოში დარგის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო გეგმებზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up