26-27 სექტემბერს ევროპული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებში დაფიქსირებული გაჟონვის ადგილების მახლობლად რუსეთის საზღვაო ძალების მხარდამჭერი გემები შენიშნეს - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს.
დასავლური დაზვერვის ორი წარმომადგენლის და საკითხთან დაკავშირებული ანონიმური წყაროს ცნობით, Nord Stream-ის მილსადენის დაზიანება, სავარაუდოდ წყალქვეშა აფეთქებით იყო გამოწვეული.
წყაროების თქმით, გაურკვეველია ჰქონდათ თუ არა გემებს რაიმე კავშირი ამ აფეთქებებთან, თუმცა ეს არის ფაქტორი, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან.
დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსული წყალქვეშა გემები ტერიტორიის მახლობლად გასულ კვირასაც შენიშნეს.
დანიელი სამხედრო ჩინოვნიკის თქმით, რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ გემების არსებობა სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა მილსადენს ზიანი მიაყენა.
„ჩვენ მათ ყოველ კვირას ვხედავთ , ბოლო წლებში ბალტიის ზღვაში. რუსეთის აქტივობა გაიზარდა,“ - აღნიშნა მან.
ერთმა ამერიკელმა თქვა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ მთავარი ეჭვმიტანილია - თუ ვივარაუდებთ, რომ მიზანმიმართული დივერსიის ევროპული შეფასება დადასტურებულია - რადგან არ არსებობს სხვა სავარაუდო ეჭვმიტანილი.
”ძნელი წარმოსადგენია რეგიონში სხვა მოთამაშე, რომელსაც მსგავსი ოპერაციის განხორციელების ინტერესი და შესაძლებლობა ექნება“, - თქვა დანიის სამხედრო სპიკერმა.
რუსეთმა დაზიანებულ მილსადენთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა რაც აშშ-ის მაღალჩინოსნებს საეჭვოდ მიაჩნიათ. ოფიციალურ პირის თქმით, რუსეთი არ არის საკმარისად ორგანიზებული, რაც იმაზე მეტყველებს რომ მანევრი წინასწარ დაგეგმილი იყო.
თუ რუსეთი შეგნებულად მოაწყობს აფეთქებებს, ის ფაქტობრივად საბოტაჟს გაუკეთებს საკუთარ მილსადენებს: რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ არის Nord Stream 1-ის უდიდესი აქციონერი და Nord Stream 2-ის ერთადერთი მფლობელი.