პარლამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა ვერ იწყება ხმაურისა და დაპირისპირების გამო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა ტრიბუნის წინ საპროტესტო პლაკატების გამოფენას მოჰყვა.
ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის პარლამენტის სხდომა შეჩერებულია და პროტესტი გრძელდება.
ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგადაც მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
მინისტრის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის გამო პრემიერ–მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.