იაშვილის განახლებული საავადმყოფო პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს

იაშვილის განახლებული საავადმყოფო პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს

access_time2023-03-22 18:53:45



იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი, ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. დღეისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულადაა განახლებული საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, აღჭურვილია ყველა სამედიცინო მიმართულება, მათ შორის: კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიული და პედიატრიული განყოფილებები, ასევე საოპერაციო ბლოკები; გარემონტდა და მოეწყო ერთ და ორსაწოლიანი კომფორტული პალატები პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის. დღეიდან განახლებული ცენტრალური საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია, რომ პაციენტებს მაღალი სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სრული სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს.

განახლებული იაშვილის საავადმყოფო განაგრძობს მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა კლინიკა გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით იაშვილის საავადმყოფომ უკვე დაიწყო თანამშრომლობა ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI).

AACI-ს სააკრედიტაციო პროგრამა შექმნილია ჯანდაცვის ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების განვითარებისა და მუდმივი გაუმჯობესების მხარდასაჭერად. ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულია ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის წამყვანი ჰოსპიტლები.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანსა და ინსტიტუციას, განსაკუთრებით - ჩვენს თანამშრომლებს, ვინც ჩართული იყო ეტაპობრივი რეაბილიტაციის იმ რთულ და მასშტაბურ პროექტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი პაციენტებისთვის, არამედ - მთელი ქვეყნისთვის. დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის განახლებული. ბოლო წლების განმავლობაში, რეაბილიტაციის პროექტში 11 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა ჩვენი კლინიკა გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი,“ - აღნიშნა იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა, თამარ ვახტანგაძემ.


„მინდა, ჩვენს მედპერსონალს დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო განახლებული კლინიკის გახსნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთგულება, პროფესიული პასუხისმგებლობა და გულისხმიერება, რაც თითოეულმა მათგანმა რეაბილიტაციის პროცესში გამოიჩინა. აქვე, გვსურს, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ სამედიცინო სერვისების შეჩერებით გამოწვეული დისკომფორტისთვის. ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროცესში ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა, ვინაიდან იაშვილის საავადმყოფო უნიკალური და, ამავე დროს, ურთულესი კლინიკური სერვისების 24/7 მიმწოდებელი იყო ქვეყანაში, თუმცა, პროექტის დასკვნით ფაზაში, გარკვეული სერვისების დროებით შეჩერება გარდაუვალი იყო. ასევე, მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი პაციენტების ოჯახების წევრებმა გამოავლინეს და ამას მუდმივად ვგრძნობდით. დღეს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განახლებულია და ჩვენ მზად ვართ ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები და მულტიფუნქციური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება,“ - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up