ივლისიდან ყაზახეთი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური საინფორმაციო სააგენტო Tengerinews ავრცელებს.
ახალი კანონის მიხედვით, პირველი ივლისიდან ცვლილებები შევა ქვეყნის შრომის კოდექსში და დაინერგება 4-დღიანი სამუშაო კვირა. ამჟამად, კოდექსში მხოლოდ 5-დღიანი და 6-დღიანი სამუშაო კვირის, ასევე არასრული სამუშაოს ცნებებია განსაზღვრული, რომელთა ხანგრძლივობაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დგინდება. ამასთან, ზოგიერთ ინდუსტრიაში სავალდებულო ხდება 5-დღიანი და 4-დღიანი რეჟიმის ერთდროული გამოყენება და სხვადასხვა კვირებზე გადანაწილება.
ახალი კანონმდებლობით, ზეგანაკვეთური სამუშაო თვეში 12 საათი, წელიწადში კი 120 საათია. რაც შეეხება დასვენების დღეებს, ერთ-ერთი შაბათია, დანარჩენი 1 ან 2 დღე კი შეთანხმების ან შრომითი რეგულაციების საფუძველზე დადგინდება.