პატრია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
„კომერსანტი“ ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ივანიშვილის არხზე, ანიკაშვილის ღამის ეთერში, გუშინ, 13 ივლისს, ნახევარი საათის განმავლობაში, საშუალება გვქონდა, გვეხილა ბატონი კობახიძე. მთელი ეს გადაცემა არის მტკიცებულება, რომ ივანიშვილი ოლიგარქია. ირაკლი კობახიძე მოგვევლინა კერძო პირის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად, არადა, კობახიძე მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, ანუ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ფორმალური მმართველია.
მარტივი დასკვნა: კობახიძე არის ოლიგარქ ივანიშვილის ადვოკატი და ამავე ოლიგარქის დავალებით, შეთავსებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
ჩვენ, ქართველებმა დავუშვით, რომ ოლიგარქი თავზე დაგვაჯდა და მოაჯდა ჩვენს სახელმწიფოს. ოლიგარქის გაშვებაც ჩვენი, ქართველი ხალხის ვალდებულებაა!
NS