OPEC+-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდის შესახებ 2022 წლის სექტემბერში მიზნად ისახავს ბაზრის რეაქციის შესწავლას, რაც ახლა ძნელად პროგნოზირებადია მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო. ამის შესახებ განმარტება გააკეთე ოპეკის გენერალურმა მდივანმა ალ-ჰაისმა.
მისი თქმით, სანავთობო ბაზარზე არსებული მკვეთრი რყევები მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო ართულებს მოპოვების დეფიციტის ან სიჭარბის პროგნოზირებას 2022 წლისთვის, ხოლო თავისუფალი სიმძლავრეაბი მსოფლიოში არც ისე ბევრია.
OPEC+-მა თავისი გადაწყვეტილება ახსნა თავისუფალი სიმძლავრეების შეზღუდული ოდენობით, სანავთობო სექტორში ინვესტიციების ქრონიკული ნაკლებობით, ასევე ნავთობის გადამუშავებაში შეფერხებების არსებობით.
2022 წლის 3 აგვისტოს გაიმართა „OPEC+“-ის მინისტრთა შეხვედრა, რის შემდეგაც დამტკიცდა ნავთობის მოპოვების ზრდა 2022 წლის სექტემბრისთვის აგვისტოსთან შედარებით 100 ათასი ბარელით/დღეში.
წყარო: oilnews.ge