„პრეტენზიები წარმოადგინეთ მენეჯმენტთან და არა მედიასთან“ - ჩინური კომპანია რიკოთზე დასაქმებულებს პასუხობს

„პრეტენზიები წარმოადგინეთ მენეჯმენტთან და არა მედიასთან“ - ჩინური კომპანია რიკოთზე დასაქმებულებს პასუხობს

access_time2023-04-20 16:30:17

China State Construction Engineering Corporation Limited-ი, რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს აშენებს, განცხადებას ავრცელებს, სადაც ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დასაქმებული მძღოლების პროტესტის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ისინი კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა.


„გვინდა გამოვეხმაუროთ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დასაქმებული მძღოლების პროტესტის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას.


ჩვენი კომპანია, China State Construction Engineering Corporation Limited-ი, რომელიც აშენებს რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს, დასაქმებულებს საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან შესაფერის პირობებს უქმნის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ დასაქმებულებისთვის მისაღები და უსაფრთხო შრომის პირობები.


ჩვენი შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, სადაც განსაზღვრულია როგორც სამუშაო დრო, ასევე ანაზღაურება, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.



ამასთანავე, ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული, ამისთვის დაქირავებული გვყავს შრომის უსაფრთხოების ექსპერტებიც, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ მონიტორინგს და გასცემენ რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებსაც მუდმივად ვითვალისწინებთ.


ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა.


კომპანია, აუცილებლად განიხილავს დასაქმებულების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, რათა მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up