„ამჟამად მე ჩემ პარტნიორებთან ერთად ერთ-ერთი ევროპული ფინანსური ინსტიტუტის საქართველოში შემოყვანაზე ვმუშაობ, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით Როდესაც ფინანსურ ინსტიტუტს ესაუბრები და ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტის შემოყვანა გინდა, ამ შემთხვევაში რეპუტაციის უმწიკვლობა აუცილებელი პირობაა და იქ უყურებენ არა მარტო იმას, თუ რა მიმდინარე პროცესებია, არამედ იმასაც, თუ რა პროცესები შეიძლება ყოფილიყო მანამდე.
„კითხვაც ასეთი იყო, რომელიც გადავაგზავნეთ შესაბამის უწყებაში და შესაბამის უწყებიდან ამომწურავი პასუხი მივიღეთ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თვეში ხმამაღლა ვიტყვი ამ წამომწყების შესახებ, რომელიც განსხვავებული ბიზნეს მოდელით შემოვა საქართველოში და ძალიან ბევრ ისეთ ახალ შესაძლებლობას მივცემთ ქართველ მომხმარებელს, რომელიც დღეს მათ არ აქვთ.
ფინანსური სერვისების ღირებულებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზებთ გაცილებით უფრო დაბალს, ვიდე დღეს ბაზარზე ფინანსური სექტორი სთავაზობს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე