თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში - ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ ჩატარდება

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში - ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ ჩატარდება

access_time2023-04-24 22:37:12

საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში - ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ სამშაბათს, 25 აპრილს, თბილისში, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართება.


კონფერენციაზე განიხილება მებაღეობის სექტორის გლობალური და რეგიონალური  განვითარების ტექნოლოგიური ტენდენციები, რაც, თავის მხრივ,  მწარმოებლურ ზრდას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, ენერგოეკონომიურობას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას გულისხმობს.

 

ამასთან, ყურადღება დაეთმობა საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებს.

 

კონფერენციის ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიები თემებზე:

 

მიწისქვეშა ირიგაციის პერსპექტივები საქართველოში (მონაწილეობას მიიღებენ საირიგაციო სისტემების მომწოდებლები);

 

რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქართულმა სამზარეულომ ვერტიკალური მიწათმოქმედებიდან (მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის HoReCa  და საცალო ვაჭრობის სფეროს შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები);


 

მწვანე ციფრული გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქვეყნებში - რაში მდგომარეობს მაქსიმალური პოტენციალი  (FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით).  


კონფერენცია ორგანიზებულია პროექტ  EastFruit-ის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტები უკრაინიდან, მოლდოვადან, იტალიიდან და საქართველოდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მებოსტნეთა ასოციაციის - Latvijas dārznieks, ასევე საცალო ვაჭრობის და HoReCa-ს წარმომადგენლები, ხილბოსტნეულის პროდუქციის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები. 


ღონისძიებას გახსნის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

 

ოთხშაბათს, 26 აპრილს, კონფერენციის მონაწილეები გორის რაიონის სოფელ კვარხითში დაათვალიერებენ  Tiriphoni Gardens-ის ვაშლის ბაღებს, სადაც მოხდება კულტურების სადემონსტრაციო დამუშავება ჰორტიდრონის (აგროდრონის) მეშვეობით.   

 

კონფერენციის დასაწყისი:

 

25 აპრილი, თბილისი, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi, 09:30 სთ

 

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up