მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ის და ,,ტესლას დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია ილონ მასკმა „ტვიტერზე“ გაავრცელა.
მისი თქმით, ,,Starlink სერვისი ახლა უკრაინაში აქტიურია.
შეგახსენებთ, რომ „სტარლინკის“ ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ილონ მასკს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა მიმართა.
მოგვიანებით კი მინისტრმა IT არმიის შექმნა დააანონსა. სპეციალურ არხზე ბრძოლა კიბერ ფრონტზეც გაგრძელდება.