მედიკამენტების გაიაფებაზე პრემიერის დაპირება წინასაარჩევნოდ ვერ შესრულდება

მედიკამენტების გაიაფებაზე პრემიერის დაპირება წინასაარჩევნოდ ვერ შესრულდება

access_time2021-09-20 11:00:38

წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია წამლებს ვერ გააიაფებს, მაგრამ შეუძლია საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშაონ, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე რეგულირების მექანიზმს გააძლიერებს. ასეთი მოსაზრება აქვთ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რეგულირებას სჭირდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რაც გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება აღსრულდეს.



ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი აქვს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებს შორის პირველია, ვინც წამლების სიძვირეზე მკაცრი განცხადება გააკეთა და მოსახლეობას წინასაარჩევნოდ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ღარიბაშვილმა პირადად დაადასტურა და აღიარა, რომ წამლები საქართველოში 400%-იანი ფასნამატით იყიდება. ახლა მთავარია სიტყვა საქმედ იქცეს, რისიც პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს ნაკლებად სჯერათ.



პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ,,კომერსანტთან“ ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ამის გარეშე რეალურად შეუძლებელია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, რა მიმართულებითაც მთავრობა მუშაობს.



„ფარმაცევტული ბაზარი ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, სახელმწიფოსგან ამა თუ იმ ფორმით რეგულირდება. ეს აუცილებელია, რათა უზრუნველყონ ერთი მხრივ, ხარისხი და მეორე მხრივ – ხელმისაწვდომობა.
თუმცა, ნაკლები ადმინისტრაციული ბარიერი უნდა იყოს რეგისტრაციისთვის. თუნდაც ის ბარიერები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი წამალი შემოვიდეს ჩვენთან ან იწარმოებოდეს, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და ნაკლებ პრობლემატური ბაზრის მოთამაშეებისთვის - მწარმოებელი იქნება, ბითუმად თუ საცალოდ მოვაჭრე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ და ბარიერები მოვხსნათ. მაქსიმალურად გავამარტივოთ მექანიზმები. ნაკლები ფასი უნდა ჯდებოდეს ხარისხიანი მედიკამენტის შემოტანა, ვგულისხმობ არამხოლოდ თანხას, არამედ დროსაც. ეს საჭიროა, რომ კომპანიებმა ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტი შემოიტანონ და ამით კონკურენცია გააფართოონ. კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი - აღიკვეთოს არაეთიკური მარკეტინგი, რომელიც ამ ბაზარზე ხშირად გვხვდება. არ მაქვს ინფორმაცია, ღარიბაშვილი რას გააკეთებს. თუმცა სფერო რომ მოსაწესრიგებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტრო პირველად ჯანდაცვაზე მუშაობს და ეს საკითხი წამლების ფასის დარეგულირების გარეშე ვერ მოგვარდება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.



აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, სწორედ ზოიძის ხელმძღვანელობის პერიოდში, მიმდინარეობდა საპარლამენტო განხილვები ფარმაცევტული სექტორის ჩართულობით და შემუშავდა რეკომენდაციებიც. ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან, აკაკი ზოიძის აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე სუბსიდირების ამოქმედებაა.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია ნაბიჯების 3 მიმართულებით გადადგმა: 1. ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება - ხელსაყრელი პირობების შექმნა ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის; 2. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამის გაფართოება - პროგრამაში უნდა ფინანსდებოდეს 90-მდე მედიკამენტი; 3. ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოების წახალისება, მათ შორის საგადასახადო შეღავათებით.




თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი სუბსიდირების მოდელს ემიჯნება. ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, ჯანდაცვის სპეციალისტი მარინა ბერაძე თვლის, რომ მიდგომა უნდა იყოს მხოლოდ ჰუმანური და არა ჰუმანიტარული, რათა შეღავათი მთელმა მოსახლეობამ იგრძნოს და არა კონკრეტულმა ჯგუფმა.



,,პოლიტიკური ნება თუ იქნა, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მხოლოდ კეთილი სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია შემუშავდეს და გაჟღერდეს საკანონმდებლო ინიციატივები, სფერო კანონმა უნდა დაარეგულიროს. ღარიბაშვილის განცხადება მენიშნა, რამეთუ ,,პირველად იყო სიტყვა“. როცა ამხელა თანამდებობის პირი ჩათვლის, რომ საკითხი უნდა მოგვარდეს, მინიმუმ, შესაბამისი ინიციატივა უნდა შევიდეს პარლამენტში, განიხილოს და კანონს დაემორჩილოს. რეალურად მძიმე მდგომარეობაა წამლის ფასთან დაკავშირებით, გეომეტრიული პროგრესიით ძვირდება მედიკამენტები და ზედა ზღვარი არ წესდება. ასე არის იმის გამო, რომ კანონი ვერ არეგულირებს. წინააღმდეგი ვარ ჰუმანიტარული მიდგომის, მაგრამ ჰუმანური უნდა იყოს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. ეს თუ მოგვარდა, მაშინ ცივილიზებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით, გვჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება“, - აცხადებს ბერაძე ,,კომერსანტთან“.



აღნიშნულთან დაკავშირებით შევეცადეთ, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა მოსაზრებაც გაგვეგო, მაგრამ მათ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.



შეგახსენებთ, რომ წამლის ფასზე ზღვრის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა. მან თქვა, რომ წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.



,,არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2020 წელს ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასებმა დაახლოებით 14%-ით მოიმატა. განსაკუთრებით ის წამლები გაძვირდა, რომლებსაც ექიმები პაციენტებს კოვიდ-პანდემიის პერიოდში უნიშნავენ.



განსაკუთრებულად მოიმატა სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასებმა. ამ მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 103 %-ით არის გაზრდილი.



48%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებლების ღირებულება, 30%-ით ანტიბიოტიკები, 26%-ით ვიტამინები, 12%-ით საჭმლის მომნელებელი მედიკამენტები.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up