მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

access_time2023-04-25 12:30:09

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს.

ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ყაზახეთის ონლაინ-ბანკისა და მარკეტპლეის Kaspi.kz-ის  ფასიანი ქაღალდების აშშ-ში განთავსების დეტალები ანგარიშში არ არის მითითებული. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას Kaspi.kz-ის პრესსამსახურიც ჯერ არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება (IPO) 2020 წელს განახორციელა. რაც 2007 წლის შემდეგ ყაზახური კომპანიის ყველაზე დიდ ლონდონურ ლისტინგს წარმოადგენდა. Kaspi Bank ინვესტორებმა 6,5 მლრდ დოლარად შეაფასეს, რამაც ის ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებულ საჯარო კომპანიად გადააქცია.


2022 წელს Kaspi.kz-ის მთლიანი აქტივები 41,2%-ით გაიზარდა და 5,1 ტრლნ ტენგე (11,73 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ბანკი ქვეყანაში მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ყაზახეთის სახალხო ბანკს, Halyk Bank-ს ჩამორჩა.

Kaspi.kz-ის ფინანსური მონაცემების მიხედვით, კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავალი 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით, ხოლო კორექტირებული სუფთა მოგება 52%-ით გაიზარდა და 177,96 მლრდ ტენგეს, დაახლოებით, 389 მლნ დოლარს მიაღწია. კომპანიამ შემოსავლების ზრდა სამივე ძირითად ბიზნესში დააფიქსირა, როგორიც არის გადახდები, მარკეტპლეისი და ფინტექი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

„ტერა ბანკის“ მიერ დასაკუთრებული ქონება ერთ წელიწადში 54%-ით გაიზარდა - ბანკების რეიტინგი

„ტერა ბანკის“ მიერ დასაკუთრებული ქონება ერთ წელიწადში 54%-ით გაიზარდა - ბანკების რეიტინგი
access_time2023-04-25 13:00:09
კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 300 მლნ ლარს აჭარბებს. 2022 წლის მონაცემებით, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 20.8 მლნ ლარით გაიზარდა. 2022 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი დასაკუთრებული ქონება „თიბისი ბანკს“ აქვს, მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“, ხოლო მესამეზე „ქართუ ბანკი“. დასაკუთრებული ქონების მხრივ ყველაზე მაღალი, 54%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „ტერა ბანკს“...


მსგავსი სიახლეები

up