2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში რეკორდული რაოდენობის შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში შოკოლადის იმპორტი როგორც მოცულობებით ასევე ღირებულებით გასულ წელს ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტის ღირებულება წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 37%-ით გაიზარდა.
საქართველოსთვის შოკოლადის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 41.8% მოდის.
უფრო ზუსტი მონაცემები კი ასეთია:
1. რუსეთი - 27.5 მლნ დოლარი, 8 581 ტონა;
2. თურქეთი - 13.2 მლ დოლარი, 2 863 ტონა;
3. უკრაინა - 8.7 მლნ დოლარი, 2 658 ტონა;
4. ბელგია - 3 მლნ დოლარი, 749 ტონა;
5. იტალია - 2.4 მლნ დოლარი, 695 ტონა;
6. გერმანია - 1.8 მლნ დოლარი, 651 ტონა;
7. ნიდერლანდები - 1.7 მლნ დოლარი, 244 ტონა;
8. პოლონეთი - 1.4 მლნ დოლარი, 241 ტონა;
9. აზერბაიჯანი - 1.2 მლნ დოლარი, 443 ტონა.
10. სომხეთი - 1 მლნ დოლარი, 195 ტონა.