1, 2,3 და 4 აპრილს ქართული ნაციონალური ბალეტი თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტებს გამართავს.
კონცერტები დიდი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეს ეძღვნება.
კონცერტებზე წარმოდგენილი იქნება განახლებული პროგრამა, რომელსაც დასი ევროპულ ტურნეში ასრულებდა.
ამჟამად „სუხიშვილების“ ანსამბლი ერთი თვეზე მეტია ევროპაში საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 60 ლარიდან 80 ლარამდეა.