2021 წლის 1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 3,263 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,257 ტონა), 5 ტონა ვაშლი კი სომხეთში გავიდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.