ფინანსთა სამინისტრო ონლაინ კაზინოების შეზღუდვის გეგმას ერთ კვირაში წარმოადგენს

ფინანსთა სამინისტრო ონლაინ კაზინოების შეზღუდვის გეგმას ერთ კვირაში წარმოადგენს

access_time2021-11-22 16:00:52

მთავრობის სხდომის შემდეგ აზარტული თამაშების დაბეგვრის ახალ  წესზე განმარტება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რეგულირების ახალი მოდელის პრეზენტაცია 1 კვირაში გაიმართება, ხოლო დაგეგმილი ცვლილებებით აზარტული თამაშების დასაბეგრი ბაზა სრულიად შეიცვლება.

 


„ინიციატივა გულისხმობს სათამაშო ბიზნესის მიმართულებით ახალი რეგულაციების შემოღებას, რომლის მიზანია, ონლაინ-თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება. პირველი ეტაპი, რომელიც იქნა გაჟღერებული და რაზეც დავალება მიიღო ფინანსთა სამინისტრომ და რაზეც 1 კვირის ვადაში წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, ეს გულისხმობს საგადასახადო დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რაც გაჟღერებულ პრინციპებთან იქნება შესაბამისობაში. იქნება გარკვეული ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და ასევე რეკლამის აკრძალვას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს როგორც მიმზიდველობის, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართულებით გარკვეულ შეზღუდვებს. ეს არის ის ჩარჩო, რაც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული ამ სექტორთან მიმართებით.


ჩვენ ის სისტემები, რომლებიც აწყობილი გვაქვს, გვაძლევს შესაძლებლობას რეგულირების ახალ ეტაპზე გადავიდეთ.



რეკლამა პრაქტიკულად უნდა აიკრძალოს. რაც შეეხება გადასახადებს, აქ არამხოლოდ რომელიმე ერთი გადასახადი, არამედ ყველა გადასახადის სტრუქტურის ცვლილება მოხდება. სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული, როგორც მოგების ასევე ფსონების მიმართულებით. დაიბეგრება GGR ანუ შემოსული ფსონები და გაცემული მოგება. დაბეგვრის მოდელით საგადასახადო ტვირთი იქნება ბევრად მაღალი და იქნება იმ ფორმით, რაც შეამცირებს მიმზიდველობას მოთამაშეთა მხრიდან.




საგადასახადო ტვირთი გაიზრდება, არაა საუბარი, რომ წლევანდელ წელს ან მომდევნო წელს სრულად ყველაფერი იკრძალება, აქ საუბარია რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება და საგადასახადო ტვირთი გაიზრდება“
, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.


აზარტული თამაშების სექტორის რეგულირება მკაცრდება - 25 წლამდე მოქალაქეებისთვის თამაში იზღუდება, იკრძალება თამაშების რეკლამირება, ონლაინ-კაზინოებისთვის კი გადასახადები იზრდება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ონლაინ კაზინოების სრული აკრძალვა, რაზეც ღარიბაშვილ,ა ,თავრობის დღევანდელ სხდომაზე მიანიშნა, ბიუჯეტს 1,5 მლრდ ლარს დააკლებს, რომლის შესავსებადაც საწვავზე და თამბაქოზე აქციზის გაზრდა იქნება გარდაუვალი. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up