ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა სენატის პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება Kazinform-ის კორესპონდენტი.
„ეს არის მიმართულება აქტაუს პორტის გავლით ბაქოს პორტამდე და იქიდან მილსადენით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად.
მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელია ბაქოს გავლით ასევე ბაქო-სუფსა და აქტაუ-ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით. გარდა ამისა, ატირაუდან სარკინიგზო მიმართულებაა ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. და ასევე არის ჩინური მიმართულება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით.
„კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით ახლა გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ამ მიმართულებით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მუშავდება ტვირთების შემდგომი ზრდა 6-6,5 მლნ ტონამდე“, - განაცხადა ალიხან სმილოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ Tengizchevroil-მა გააორმაგა ტანკების რაოდენობა და უკვე დაიწყო სარკინიგზო გადაზიდვები ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით.