რეგიონებში 1-ლი ივლისიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის საფასური 20%-ით 1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს.
ბოლო 8 თვეში ეს უკვე გაძვირების მეორე ტალღაა. 2021 წლის დეკემბრამდე 1 კუბური მეტრის საფასური 95 თეთრს შეადგენდა. ახალ ტარიფი დეკემბრამდელ ფასთან შედარებით 45%-ით მეტი იქნება. გადაწყვეტილებას სოკარში მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი გაზზე ფასის მატებით ხსნიან.
2023 წლამდე გაძვირება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს არ შეეხებათ და ისინი 1 კუბურ მეტრში კვლავ 57 თეთრს გადაიხდიან, თუმცა წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორისთვის ენერგორესურსების გაძვირება პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე აისახება, რაც ისევ მომხმარებლის ჯიბიდან დასაფარი ხდება.
თბილისში, სადაც აბონენტებს "თბილისი ენერჯი" ემსახურებათ, ბუნებრივი გაზის საფასური 1 კუბურ მეტრზე მოქალაქეებისთვის 54 თეთრს, ხოლო კომერციული სექტორისთვის 1.10 ლარს შეადგენს.