პოლონეთში, 1-ლი ივლისიდან, უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ქვეყანას თავშესაფრისთვის მიმართეს, მატარებლით უფასო მგზავრობის სერვისი უქმდება. ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული გადამყვანის განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინიდან ლტოლვილებისთვის საშეღავათო პერიოდი 26 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე PKP Intercity მატარებლებით მგზავრობის დროს მოქმედებდა. 1-ელი ივლისიდან კი უკრაინის მოქალაქეები ისეთივე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა.
საშეღავათო პერიოდის განმავლობაში უფასო მგზავრობით უკრაინის 2,3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
თავის მხრივ გადამზიდავი უფასო მგზავრობის გაუქმებას იძულებით ნაბიჯს უწოდებს, რადგან მატარებლებზე მგზავრთა მოძრაობა უკვე 20 წლის განმავლობაში რეკორდულია.