ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა პირს, ვინც 1-ლი სექტემბრიდან ქვეყანაში ჩავა, მოსთხოვენ დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებს, რომ მას კორონავირუსზე ნამდვილად ჩაუტარდა ტესტი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდოლოგიის გამოყენებით და შედეგი უარყოფითია, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა, Al-Ahram-ი იტყობინება.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩამოსულთა და ეგვიპტის მოქალაქეთა ჯანმრთელობა. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ნებისმიერ ჩამოსულ მოგზაურს ტესტირება უნდა ჰქონდეს გავლილი“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა მადბულიმ.
ეგვიპტემ რეგულარული საერთაშორისო ფრენების ეტაპობრივი განახლება 1-ლი ივლისიდან დაიწყო.
ამ დღიდან, მხოლოდ ჰურგადასა და შარმ-ელ-შეიხს 100 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია.
imedinews.ge