2023 წლის 1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება. ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება დაწესდება.
მსუბუქი ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ასევე 20 ლარი იქნება ტაქსების განმეორებითი ინსპექტირება.
დეტალურად:
8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები – 30 ლარი.
3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები– 30 ლარი.
3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები - 20 ლარი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები - 20 ლარი.
ტაქსები - 20 ლარი.
პიკაპი - 20 ლარი.
არაუმეტეს 3500 კგ-ზე სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა - 20 ლარი.
არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მსუბუქი ავტომობილები) - 20 ლარი.
M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან მხოლოდ ელექტროძრავით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით