1 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია,14 დღის განმავლობაში, ონლაინ შეძენილი ნივთი უპირობოდ უკან დააბრუნოს

1 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია,14 დღის განმავლობაში, ონლაინ შეძენილი ნივთი უპირობოდ უკან დააბრუნოს

access_time2022-10-31 19:00:14

პირველი ნოემბრიდან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას დაიწყებს. კანონში ცვლილებები ივნისიდან შევიდა. ბოლო რამდენიმე თვე მისი აღსრულება სანქციების გარეშე ხდებოდა. 1 ნოემბრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, 14 დღის განმავლობაში, ონლაინ შეძენილი ნივთი უპირობოდ უკან დააბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებისა და გაფრთხილების მექანიზმებია დადგენილი.

 

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ონლაინ-კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან მოლაშვილმა განაცხადა, ეს სიახლე მომხმარებელსა და ონლაინ-სისტემას შორის ნდობას გაზრდის. მისი თქმით, კანონში არის ერთი ჩანაწერი, ნივთის 14 დღის შემდეგ უპირობოდ დაბრუნების შესახებ და მეორე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შემდგომი პერიოდის განმავლობაში, საუბარია რამდენიმე თვეზე, მოითხოვოს გარანტია და დაწუნების შემთხვევაში პროდუქტი უკან დააბრუნოს. მას მხოლოდ შიდა გადაზიდვის ხარჯების დაფარვა მოუწევს.

 


„ეს ჩანაწერები პრობლემური იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ და ყიდიან თეთრეულს, სამკაულს, კარნავალის კოსტიუმებს და ა.შ. იმიტომ, რომ შეიძლება ეს კოსტიუმი ადამიანს მარტო ერთი დღით დასჭირდეს და მერე მისი უკან დაბრუნება მოინდომოს. რაც დრო გავა, კანონის ეს ნაწილი აუცილებლად დაიხვეწება და ასეთი შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება,“ განაცხადა ლევან მოლაშვილმა.

 

„პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ქართული ბაზარი ამ კანონპროექტისთვის მზად არ იყო. კანონი აუცილებლად უნდა მიგვეღო, მაგრამ ჯობდა, რომ  მოგვიანებით - 5, 10 წლის შემდეგ. თუ ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარს უცხოურს შევადარებთ, მაგალითად ამერიკაში სამომხმარებლო კალათის 9%-ზე მეტი ონლაინ შესყიდვებზე მოდის, საქართველოში ეს ციფრი 1%-ის ფარგლებშია. ვიძახით რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ონლაინ-კომერცია ტრადიციულ კომერციას ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს როდის იქნება, არ ვიცით.

 

ახალი კანონი ძალიან ბევრი კომპანიისთვის იქნება მტკივნეული. ამ სიახლემ მთელ ონლაინ-ბაზარზე შესაძლოა ფასები 10-20%-ით გაზარდოს. ეს იმიტომ, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანის მიერ უკან დაბრუნებული ნივთის გამო კომპანიისთვის მიყენებული ზარალი დაბალანსდეს. ამ ფასნამატის გადახდა კი მოუწევს ყველას, ვინც ღირსეულად აბრუნებს პროდუქტს და მათაც, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა,“ განაცხადა ლევან მოლაშვილმა.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up