$10 000-იანი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2030 წლისთვის - მიუღწეველი მიზანი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პირობებში

$10 000-იანი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2030 წლისთვის - მიუღწეველი მიზანი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პირობებში

access_time2022-01-31 13:00:14

ეკონომიკის განვითარების 10 წლიანი გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მოსახლეობას 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე $10 000-იან შემოსავალს ეკონომიკის წლიურად 5%-იანი ზრდით პირდება, რაც მათემატიკის წესებს ეწინააღმდეგება. ექსპორტის სამიზნე მაჩვენებლად $5 მლრდ-ა მიჩნეული, ეს კი პირიქით, ძალიან დაბალი მაჩვენებელი და წლიურად 1.9%-იან მატებას ნიშნავს, ასეთ შემთხვევაში მშპ-ის 5%-იან ზრდაც კი არარეალური გამოდის ერთ სულ მოსახლეზე $10 000-ის მიღწევისთვის კი ეკონომიკის წლიურად 7.2%-იანი ზრდაა საჭირო.

 

საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველოში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $4255-ს შეადგენდა. წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ეკონომიკა 2020-ის ვარდნის ფონზე 10.6%-ით გაიზარდა. თუ ყოველ მომდევნო წელს ზრდის ტემპად 5%-ს ავიღებთ, მაშინ 2030 წელს 1 სულ მოსახლეზე $10 000-ის ნაცვლად $7300-ს მივიღებთ. $10 000-იანი მიზნის მისაღწევად 2022-დან 2030-ის ჩათვლით ეკონომიკა საშუალოდ 8.7%-ით უნდა იზრდებოდეს. ასეთი ზრდა კი საქართველოს 2007 წლის შემდეგ, არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მეორე ვადაში აღარ ჰქონია. 2021 წელს დაფიქსირებული ორნიშნა ზრდის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ეკონომიკა 1994 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად - 6.8%-ით შემცირდა.

 

როცა ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმები არ ტარდება, გადასახადები და რეგულაციები შემცირების ნაცვლად იზრდება, ახალი ინვესტიციები არ შემოდის, შემოსული გარბის, ყველა დიდი პროექტი ჩერდება, სასამართლოს მიმართ ნულოვანი ნდობა არ უმჯობესდება, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე ლაპარაკი ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.

 

2012-2021 წლებში ექსპორტი 79%-ით $2.377 მლრდ-დან $4.242 მლრდ-მდე გაიზარდა, ანუ საშუალოდ წლიურად 6.7%-ით. ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წელს ექსპორტი $7.638 მლრდ გახდება. 2003-2012 წლებში ექსპორტი 415%-ით $461 მლნ-დან $2.377 მლრდ-მდე გაიზარდა, ანუ საშუალოდ წლიურად 20%-ით. ისედაც 3-ჯერ დაბალი ზრდის ტემპის ფონზე რატომ შეამცირა ოცნებამ საკუთარი გეგმა დამატებით კიდევ 3.5-ჯერ, უცნობია. მშპ-ის დათვლაში საგარეო ვაჭრობის სალდო ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და თუ ექსპორტი წლიურად 1.9%-ზე მეტით არ გაიზარდა, მაშინ მშპ-ის ზრდის ტემპი დაგეგმილ 5%-საც აუცილებლად ჩამორჩება.

 

2012 წელს დაქირავებით 759 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2020 წელს 845 ათასი. თუმცა დასაქმებულთა ზრდის ნახევარი თვითდასაქმებულთა სტატუსის შეცვლის ხარჯზე მოხერხდა და მათი რაოდენობა 445 ათასიდან 396 ათასამდე შემცირდა. სულ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 925 ათასიდან 947 ათასამდე გაიზარდა, 2015-2017 წლებში 1 მლნ-საც აჭარბებდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დამატებით 100 ათასი სამუშაო ადგილი მეტ-ნაკლებად რეალურად გამოიყურება, მაგრამ შესაძლებელი აუცილებლობას არ გულისხმობს. პანდემიამდეც 2016-2019 წლებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1.022 მლნ-დან 996 ათასამდე შემცირდა.

 

1 სულ მოსახლეზე დაპირებული შემოსავლისგან განსხვავებით ასევე რეალურად გამოიყურება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასახარჯი 31 მლრდ ლარი და განათლების სამინისტროს ბიუჯეტის წლიურად 2.3 მლრდ-მდე ზრდა. თუმცა თუ მასწავლებლის საშუალო ხელფასი მართლაც 2200 ლარამდე გაიზარდა, მაშინ მხოლოდ ხელფასებზე 1.7 მლრდ ლარი დაიხარჯება.

 

დაფინანსების ზრდა შედარებით მარტივია, ხარისხი კი გაცილებით რთულად მისაღწევი. ქართულ ოცნებას ძალიან უყვარს 2012 წელთან შედარება. თუ მშრალ რიცხვებს ავიღებთ, განათლების სამინისტროდან უშუალოდ სკოლების დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხა 174%-ით 327 მლნ-დან 896 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა ძნელად თუ იტყვის ვინმე, რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა და იმ მოსწავლეების ცოდნის დონე, რომლებმაც სკოლა 2021 წელს დაამთავრეს, უფრო მეტია, ვიდრე იმ მოსწავლეების, რომლებმაც სკოლა 2012 წელს დაამთავრეს. აქვე ერთი საინტერესო დეტალი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე 2012 წელს 22 მლნ ლარი დაიხარჯა, 2021 წელს ნახევარზე უფრო ნაკლები - 10.3 მლნ ლარი.

 

ასევე შესაძლებელი და მიღწევადია გეგმა, რომლის მიხედვითაც 2025 წლამდე ყველა ქალაქი, ხოლო 2030 წლამდე მთელი საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 24 სთ-იანი წყლით უნდა იყოს მომარაგებული.

 

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობის 13 მლნ-მდე ზრდას, თუ მასში მხოლოდ ტურისტები იგულისხმებიან, ეს შესაძლებელი, მაგრამ ძნელად მიღწევადია, თუ ვიზიტორები ან საერთაშორისო მოგზაურები, ანუ ყველა საზღვრის მკვეთი მაშინ უფრო მეტად რეალური.


 

საერთო ჯამში $10 000-იანი მშპ-ის გარდა თითქმის ყველა პუნქტი რეალურია, მეტიც, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, ექსპორტი დაგეგმილ $5 მლრდ-საც გადააჭარბებს, მაგრამ რეალური აუცილებლად შესრულებადს არ ნიშნავს. 2021 წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მიუხედავად, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 100 ათასზე მეტით გაიზარდა.

 

ოცნების დაპირებები რომ შესრულებულიყო, დღეს უკვე დამთავრებული უნდა იყოს ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, ნენსკრა ჰესი, დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალი, ელექტრომობილების ქარხანა, ადრონული თერაპიის ცენტრი, ტექნოლოგიური (და არა საერთაშორისო) უნივერსიტეტი, წყალტუბოს სანატორიუმები... და როგროც მინიმუმ ვარკეთილის მეტროს ჭერი.

 

პანდემიამდეც, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 5%-ს არასდროს ასცილებია, 2015-2016 წლებში 3%-საც ჩამოსცდა. 3-5 პროცენტი აშშ-ში, იაპონიასა და გერმანიაში ძალიან კარგ მაჩვენებლად ითვლება, საქართველოში ძალიან ცუდად.

 

5%-იანი ზრდის შემთხვევაში საქართველო 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით $10 000-ს მხოლოდ 2037 წელს მიაღწევს, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ბულგარეთის ამჟამინდელ დონეს 2038 წელს დაეწევა, რუმინეთისას 2042 წელს, ესტონეთისას 2054 წელს, ირლანდიისას 2081 წელს და პრემიერის მოწონებულ ლუქსემბურგის დონეს კი 2087 წელს. რეალურად ორ ქვეყანას შორის შემოსავლებს ნომინალური კი არა PPP მეთოდით ადარებენ, რომელიც ფასების მეტ-ნაკლებად გათანაბრებას ცდილობს და ასეთ შემთხვევაში უკვე ირლანდია საქართველოზე 18-ჯერ კი არა, 6.5-ჯერ მდიდარი გამოდის. მდიდარ ქვეყანაში როგორც წესი პროდუქტი განსაკუთრებით კი მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე განვითარებადში და დისბალანსსაც სწორედ ეს განაპირობებს, თუმცა მეორეს მხრივ ცხოვრების დონე მხოლოდ შემოსავლებით არ განისაზღვრება, გარდა ამისა, შეიძლება უფრო დაბალი ტემპით, მაგრამ ზრდას ისეთი ქვეყნებიც განაგრძობენ როგორებიცაა ნორვეგია და შვეიცარია, იმავე ირლანდიის მშპ კი 2020 წელს 5.9%-ით გაიზარდა და ზრდის ტემპის სიდიდის მიხედვით ათეულში დაიკავა ადგილი რაც მისნაირი მდიდარი ქვეყნისთვის იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.

 

ნებისმიერ შემთხვევაში სიღარიბის დასაძლევად თუ ტერიტორიული მთლიანობისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ეკონომიკური წინსვლაა საჭირო, ოღონდ დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად.

 

2010 წელს კახა ბენდუქიძე წერდა: „აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:

წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.

წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის.

წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.

წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.

წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.

არაფერი არ ვიქნებით.

ა რ ა ფ ე რ ი

ა რ ა ფ ე რ ი

ა რ ა ფ ე რ ი

ა რ ა ფ ე რ ი!“.


როგორც პანდემიამდელი, ასევე დაგეგმილი საშუალოვადიანი წლიური 5%-იანი ზრდა ყველაზე ახლოს ბენდუქიძისეულ ჩამონათვალში ბოლოს წინა 4%-იან ზრდასთან არის, რომელიც შედეგის თვალსაზრისით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.


გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up