ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა.
Stopcovid ლატარია ,,აიცერი და მოიგეს’’ პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოს ის, რომ მოგებული ,,სინოფარმის’’ ვაქცინით არის აცრილი. მას საზოგადოება მალე გაიცნობს და მოგებული თანხაც უახლოეს მომავალში გადაეცემა.
თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი -ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს.
მოგებულებს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენლები უხლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC - ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.
ლატარია ,,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი.
(R)