10 აპრილს, თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 53 ნომერში, გერმანული ბრენდი „კერხერის“, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა.
ახალი სერვის-ცენტრი უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებითაა აღჭურვილი, რაც აპარატების შეკეთებას უფრო ნაკლებ დროში უზრუნველყოფს და მომხმარებელი შეკეთებულ ნივთს უფრო მალე მიიღებს. თავის მხრივ, კი ტექნიკოსის სამუშაო პროცესსაც გაამარტივებს.
„კერხერის“ ბრენდისთვის ეს მეოთხე სერვის-ცენტრი და შოურუმია. დანარჩენი სერვის-ცენტრები განლაგებულია - ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. მთელი საქართველოს მასშტაბით 15-მდე ტექნიკოსი ემსახურება „კერხერის“ მომხმარებელს.
განახლებულ სერვის-ცენტრში მომხმარებლებისათვის კომფორტული და თანამედროვე გარემოა, რაც მათ შესაძლებლობას უქმნის, მშვიდად დაელოდონ აპარატის დიაგნოსტირებისა და შეკეთების პროცესს და გაიტანოს ნივთი იმავე დღეს.
სერვის-ცენტრი ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე.
ტელეფონი: 0322 38 03 06
(R)