10 ავტომობილი,რომელიც არ ბერდება

10 ავტომობილი,რომელიც არ ბერდება

access_time2021-11-13 20:00:14

მეორედი ავტომობილების სანდოობის დასადგენად სხვადასხვა რეიტინგი არსებობს. რაც შეხება, ასაკოვან მანქანებს, რომლებიც დიდი გარბენის მიუხედავად, სანდოობას ინარჩუნებენ, როგორც წესი, ყველა რეიტინგში ერთი და იგივე მოდელები შეგხვდებათ.

Subaru Forester
Forester-ის ამერიკელ მფლობელთა 15% ერთხელ ნაყიდ ამ მოდელს არ ყიდის ექსპლუატაციის 10 წლის შემდეგაც კი, რაც მის სანდოობაზე მეტყველებს. ეს მოდელი ამ კუთხით ყველა რეიტინგში შედის. ის არ გამოდგება რბოლისთვის, არც დიდი სიჩქარით გამოირჩევა, თუმცა, მისი კონსტრუქცია და უმარტივესი ავტომატური კოლოფი თითქმის არასდროს ფუჭდება. ეს ამ მოდელის მეორე და მესამე თაობასაც ეხება.


Ford Fusion
კომპაქტური მოდელები იშვიათად გამოირჩევიან გამძლეობით, რადგანაც მათ როგორც წესი იაფფასიანი კონსტრუქცია აქვთ, თუმცა, მიკროვენი Ford Fusion, რომელსაც გერმანიაში 2000-იან წლებში უშვებდნენ, სანდოობით მართლაც გამოირჩევა, 20 წლის ასაკშიც კი. მოდელის ერთად ერთი სუსტი ადგილია იაფფასიანი სალონი, რომელიც შედარებით სწრაფად იცვითება.


Toyota Corolla
ეს მოდელი ტყუილად არ ითვლება მსოფლიოში ყველაზე მასობრივად. გამძლეობის მხრივ ეტალონად ითვლება მე-9 თაობის მანქანები ინდექსით E120, რომელთა მფლობელები ავტომობილს მინიმუმ 10 წლის მანძილზე ატარებენ. ძარა არასდროს იჟანგება, ძრავა კი ასობით ათასი კილომეტრის გარბენს უძლებს. 10 წელზე უფროსი ავტომობილების მფლობელები მხოლოდ მეორეხარისხოვან ელექტროობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ.


Audi TT
ეს სპორტკარი ტურბოძრავით 20 წლამდე მანქანების სანდოობის რეიტინგში ყოველთვის შედის. ეს ძირითადად პირველი თაობის ავტომობილებს ეხება, რომლებიც დღევანდელ ანალოგზე ბევრად მარტივი და გამძლეა.


Audi A6

ამ მოდელის მეორე თაობის ავტომობილმა სანდოობის რეიტინგში ადგილი ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიმკვიდრა. მისი სიძლიერე სიმარტივე იყო, და A6  მე-3 თაობას ბევრად უფრო რთული ელექტრობა აქვს, რის გამოც მისი სანდოობა ოდნავ შემცირდა.



Mercedes SLK

იდევ ერთი არასტანდარტული ავტომობილი, რომელიც 10-20 წლის ასაკის ყველაზე სანდო ავტომობილების ათეულში სტაბილურად შედის, პირველი რიგში, აწყობის მაღალი ხარისხის და მარტივი კონსტრუქციის ხარჯზე. ეს ავტომობილი დღესაც შეგხვდებათ გზებზე, თუმცა, მისი წარმოება მასშტაბური არ ყოფილა და ღირსეული ეგზემპლარის მიგნება რთულია.


Toyota RAV4-ის 10 მფლობელიდან 9-ს ტექნიკური პრობლემა არც ერთხელ არ გასჩენია, დანარჩენებს სირთულეები უსისტემოდ ჰქონდათ, ხოლო ელექტროობისადმი პრეტენზიებს თითქმის ვერ შეხვდებით. სავალი ნაწილის მომსახურება წესით ძვირი უნდა იყოს, თუმცა ის შეკეთებას იშვიათად საჭიროებს, ხოლო ძრავა და ავტომატური კოლოფი თითქმის არასდროს ფუჭდება.


Honda CR-V Honda-ს სანდოობის მაღალ შეფასებას ძირითადად უზრუნველყოფს კროსოვერი CR-V, რომელსაც კაპიტალური შეკეთების გარეშე 300 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. განსაკუთრებით სანდოა ძრავა, გადაცემათა კოლოფი, და სავალო ნაწილი.


Lexus RX ბრენდიც და მისი ფლაგმანური კროსოვერი წლების მანძილზე სანდოობის რეიტინგებში მაღალ პოზიციებს ინარჩუნებს და მფლობელებს ამ კლასის სხვა მანქანებზე ბევრად ნაკლებ პრობლემებს უქმნის. ყველაზე გამძლეა ამ მოდელის პირველი თაობა, მცირედით ნაკლებად, მაგრამ მაინც სანდოა მე-2 და მე-3 თაობები.


Toyota Camry - უნიკალური ავტომობილი, რომელიც ამერიკაში მეორადი ავტომობილების გაყიდვის კუთხით ლიდერობას წლების მანძილზე ინარჩუნებს. თუმცა, ევროპაში ის უკვე თითქმის არ იყიდება.


ამერიკული Consumer Reports-ის შეფასებით, ეს სედანი პრობლემების გარეშე უძლებს 300 000 კილომეტრს, ხოლო გადაცემათა კოლოფი არასდროს ფუჭდება. შტატებში გზებზე მე-5 და მე-6 თაობების ბევრი მოდელი დადის, რომელიც წლების მანძილზე მაღალ ღირებულებას ინარჩუნებს.


ავტორი: თენგიზ აბლოთია.

წყარო: autonews.ru






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up