10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

access_time2022-01-29 10:00:48

თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს.

შპს „საბადური ვილაჯეს“ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბდურის ტყის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტურქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.

10 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბადურის ტყის“ მიმდებარედ შპს „საბადური ვილაჯეს“ 40 წლიანი განკარგვის უფლებით, აღნაგობის წესით 2019 წელს გადასცეს.

„საბადური ვილაჯე“ სერგო ორაგველიძემ 2019 წლის ივნისში დააფუძნა. 13 ივნისს კი კომპანიამ, უკონკურენტო გარემოში, ერთი ბიჯით მოიგო აუქციონი, რომლის საფუძველზეც ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო.

2019 წლის მონაცმებით, როდესაც თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 10 ჰექტარი გაასხვისეს, ვიზიტორთა რაოდენობით ის საქართველოში მეოთხე ადგილზე იყო.

კომპანიის დაფუძნებიდან 2 თვეში „საბადური ვილაჯეს“ მართვა თინათინ თინიკაშვილს ჩააბარეს. დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შპს „საბადური ვილაჯეს“ დირექტორად დანიშვნამდე მას არც ტურიზმის სექტორში და არც სხვა რომელიმე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. თინათინ თინიკაშვილი წლების განმავლობაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა. დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თინათინ თინიკაშვილის ხელფასი კომპანიაში თვეში 4500 ლარია. უნივერსიტეტში მუშაობის ბოლო წელს კი მან მთელი წლის განმავლობაში 2494 ლარი გამოიმუშავა.

სემეკის თავმჯდომარის მეუღლე, შპს „საბადური ვილაჯეს“ დირექტორად კომპანიის დამფუძნებელმა 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. ორი თვით ადრე კი კომპანიამ დაცული ტერიტორიის სააგენტოს მირ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა.


2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ, რომელსაც დავით ნარმანიას მეუღლე ხელმძღვანელობს, გადაცემულ ნაკვეთზე 4 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, თუმცა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

„საბადური ვილაჯეს“ გადაცემულ ტერიტორიაზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის თავსებადი ინფრატრუქტურის მოწყობა ევალებოდა. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას უნდა მოეწყო ღამის გასათევი კოტეჯები, საკონფერენციო სივრცე, კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ვიზიტორთა ცენტრი, საჯინიბო – ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონები, სხვა დამხმარე ნაგებობები.

ეს ყველაფერი კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინა. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ აღნაგობის საფასურის სახით ყოველწლიურად 160 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფომაციით, შპს „საბადური ვილაჯეს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2021 წლის 28 ივნისს ამოეწურა. კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო.

„შპს „საბადური ვილაჯეს“ წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მათი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული გარანტია 2023 წლის 1 ნოემბრამდეა აქტიური“, – მოგვწერეს გვაცნობეს სააგენტოდან.

აუქციონის პირობებების მიხედვით, „საბადური ვილაჯეს“ საინვესტიციო თანხის სახით, 400 000 ლარი, ანუ საინვესტიციო თანხის 10 პროცენტი აქვს გადახდილი.



წყარო:  "ბათუმელები"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up