10%-იანი ეკონომიკური ზრდა და 10.5%-იანი ინფლაცია - IMF-ს პროგნოზი

10%-იანი ეკონომიკური ზრდა და 10.5%-იანი ინფლაცია - IMF-ს პროგნოზი

access_time2022-11-07 14:00:58

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-დან 10%-მდე გაზარდა. 2023 წლიდან კი ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს, - ამის შესახებ დღეს ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა. 


 IMF-ის პროგნოზით, ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2024 წელს უნდა დაუახლოვდეს. შედარებით უფრო ოპტიმისტურია ამ მხრივ ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომელიც 3%-თან ინფლაციის დაახლოებას მომდევნო წელს მოელის.


„2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინფლაცია 10.5% იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წელს შემცირდება.



ოქტომბერში, საქართველოსთან მიმართებით ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 4% იყო, რაც უცვლელი რჩება. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, ველით გარკვეულ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია მიგრაციასთან და ასევე სხვა ფაქტორებთან. ვგულისხმობ გართულებულ გარემოს მსოფლიოში, ასევე მსოფლიო ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსურ ვითარებას. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2023 წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით.


საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში 2024 წლიდან 5%-იან პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას ველით,” - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დღესვე ახალი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულების შესახებ განაცხადა. ჯეიმს ჯონის თქმით, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. შედეგად, საქართველოსთვის საჭიროების შემთხვევაში დამატებით 30 მილიონი SDR-ი ანუ 38 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.


თეგები:
IMF



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up