პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანდემიურ 2020 წელთან შედარებით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი შემცირებულია.
“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მე-3 კვარტალში 299 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, 2019 წლის მე-3 კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 403.6 მლნ აშშ დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა, ასე გამოიყურება:
- „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
- შპს „მაგთიკომი“;
- სს „ენერგო - პრო ჯორჯია“;
- შპს „ტავ ურბან საქართველო“;
- შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“;
- შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“;
- შპს „მარსი“;
- სს „ბიჯეო ჯგუფი“;
- სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“;
- შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"