10 პროცედურული ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად

10 პროცედურული ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად

access_time2020-03-21 15:00:41

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებელ პროცედურებზე წერს, კომერსანტი მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„10 პროცედურული ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად (კონსტიტუციისა და სხვა კანონების აქტების მიხედვით):

1. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით;
2. პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას;
3. პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ ბრძანების კონტრასიგნაციას;
4. პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან;
5. პრეზიდენტი ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
6. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე;
7. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი განიხილავს დაუყოვნებლივ. მას კენჭი ეყრება წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა პროცედურების გავლის გარეშე;
8. საპარლამენტო განხილვა მიდის შემდეგი პროცედურით:
- ძირითად მომხსენებლად გამოდის პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;
- თანამომხსენებლებად გამოდიან პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები;
- კამათი არ მიმდინარეობს;
- დასკვნითი სიტყვით გამოდიან მხოლოდ პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებო უფლებამოსილი პირი და პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებო უფლებამოსილი პირი;
9. პარლამენტის საგანგებო მდგომარეობას ამტკიცებს აბსოლუტური უმრავლესობით (76 ხმა);
10. პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს დადგენილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.

შენიშვნა 1: თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საგანგებო მდგომარეობა უქმდება.
შენიშვნა 2: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უფლებების შესაზღუდად საჭიროა პრეზიდენტის დეკრეტი, რაზეც ცალკე პროცედურა არსებობს.“,-წერს ვახუშტი მენაბდე.



შეგახსენებთ საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე უკვე მიმართა. 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up