10 ქვეყანა, სადაც უცხოელებს ყველაზე მაღალ ხელფასს უხდიან

10 ქვეყანა, სადაც უცხოელებს ყველაზე მაღალ ხელფასს უხდიან

access_time2022-01-09 17:00:47

თუკი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტეთ ლოგიკურია, რომ ისეთ ადგილს შეარჩევთ, სადაც ცხოვრების დონე მაღალია, მინიმალური ხელფასი მისაღები და სათანადო ჯანდაცვის, განათლების სისტემაც არსებობს.

გადაადგილებისას გათვალისწინებულია მრავალი ფაქტორი - მათ შორის ცხოვრების ხარჯები, განათლების სისტემა და რაც მთავარია, ქვეყანაში ემიგრანტების საშუალო წლიური შემოსავალი. ვინაიდან თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი სპეციალიზაცია კონკრეტულ სფეროში, ხელფასები შეიძლება განსხვავდებოდეს პროფესიის მიხედვით.



შვეიცარია

შვეიცარია ცნობილია თავისი პეიზაჟებითა და ხარისხიანი განათლებით. HSBC-ის გამოკითხვამ 46 ქვეყნიდან, 20 460 ემიგრანტმა დაასკვნა, რომ შვეიცარია საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები მაღალია, კამპანია ორიენტირებულია ადგილობრივი პროდუქციის იაფად გაყიდვაზე, იტყობინება CNBC. ქვეყნის მინიმალური ხელფასი საათში 23 შვეიცარიული ფრანკია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალია. საშუალო წლიური შემოსავალი კი 202 865 დოლარია.



ლუქსემბურგი

სიაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ვარიანტია ევროპული ქვეყანა ლუქსემბურგი, რომელიც ხარისხიან ცხოვრებას და განათლებას გთავაზობთ. ქვეყანას აქვს დაბალი უმუშევრობის დონე, სტაბილური ზრდა და დაბალი ინფლაცია. მას აქვს ძლიერი ტექნიკური სექტორი. ასევე მთავრობამ შემოიღო ხუთწლიანი საგადასახადო შეღავათი ემიგრანტებისთვის.



ბელგია

2020 წელს ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების რაოდენობა იყო 1,4 მილიონი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 14%-ს შეადგენს. ყველაზე მეტად ემიგრანტებს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დიდი კულტურული ტრადიციები და მაღალი ხარისხის განათლება იზიდავს. ბელგიაში ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ევროპელ მეზობლებში: საშუალო წლიური ხელფასი 61,357 ევროა. ბელგიას აქვს ყველაზე დაბალი გენდერული ანაზღაურება ევროპაში მხოლოდ 3.7%, Expatica-ს მიხედვით, და ქალები საათობრივად მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები.


ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია არა მხოლოდ სთავაზობს სუბსიდირებულ ჯანდაცვას თავის მოქალაქეებს და ვიზის მფლობელებს, არამედ უზრუნველყოფს ხარისხიან სამუშაო და ცხოვრების ბალანსს. 2020 წელს, HSBC Expat Explorer- ში ახალმა ზელანდიამ პირველი ადგილი დაიკავა. ეროვნული მინიმალური ხელფასი სტაჟიორისთვის საათში 16 დოლარია და ზრდასრული ადამიანისთვის კი საათში 20 დოლარი.




ავსტრალია

გასული ორი ათწლეულის განმავლობაშიცხოვრების მაღალი სტანდარტის, დაუბინძურებელი ქალაქებისა და მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის გამო,ავსტრალია ემიგრანტებისთვის საუკეთესო დანიშნულების ადგილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დგას, ავსტრალიაში უმუშევრობის დონე შედარებით დაბალია.



ნიდერლანდები

ნიდერლანდები იდეალურია უცხოეთში სამუშაოდ ან სწავლის მსურველთათვის. ქვეყანა ყველას სთავაზობს ხარისხიან განათლებას და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. ემიგრანტებისთვის საშუალო ხელფასი 48 000 ევროა, რადგან დამსაქმებლები თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფასაც იხდიან.


კანადა

კანადა ურბანიზებული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ცხოვრობს დიდ და საშუალო ქალაქებში. იგი ცნობილია თავისი ცხოვრების მაღალი სტანდარტით, განათლებით, ეკონომიკური თავისუფლებით, მთავრობის გამჭვირვალობითა და CA Talent-ის მიხედვით სამუშაო პერსპექტივით. საშუალო წლიური შემოსავალი კანადაში არის 68,250კანადური დოლარი.



გერმანია

წლების განმავლობაში გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების რაოდენობა 250 000-მდე გაიზარდა. გერმანიის შრომის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მთლიანი მინიმალური ხელფასი 9,60 ევროა.

როგორც Housing Anywhere-მა აღნიშნა, გერმანია იდეალური ადგილია სამუშაოდ. ხელფასი იქ 10%-ით მეტია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მინიმალური ხელფასით თვეში 1620 ევრო.



ნორვეგია

ნორვეგია იდეალური გადაწყვეტაა მათთვის, ვინც ეძებს სამუშაოს, რადგან ქვეყანას 3.8%-ზე დაბალი უმუშევრობის დონე და მაღალი ხელფასის პერსპექტივა აქვს. ნორვეგია გვთავაზობს 31,000 NOK ან 3,600 აშშ დოლარს თვეში.



სინგაპური

სინგაპური ტროპიკული ამინდის, იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ოპტიმალური უსაფრთხოების წყალობით ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საცხოვრებლად ქვეყანა გახდა. ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების უმეტესობას უწევს რეზიდენტის პროგრესული გადასახადების გადახდა.


წყარო:  therichest.com,   ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up