10 საუკეთესო ინვესტიცია

10 საუკეთესო ინვესტიცია

access_time2021-12-25 10:30:54

პანდემიამ აჩვენა, რომ ერთი შეხედვით სტაბილური ეკონომიკა შეიძლება მოულოდნელად ამოყირავდეს. მომავალში არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად ინვესტორები უნდა ეცადონ, შექმნან პორტფელი, რომელშიც მინიმუმ რამდენიმე ნაკლებად სარისკო აქტივი იქნება. უფრო უსაფრთხო პორტფელის შესაქმნელად, შესაძლებელია, დივერსიფიცირებული ინვესტიციის განხორციელება.


2021 წლის საუკეთესო ინვესტიციები

  • მაღალშემოსავლიანი შემნახველი ანგარიშები
  • სადეპოზიტო სერტიფიკატები
  • სახელმწიფო ობლიგაციები
  • მოკლევადიანი კორპორაციული ობლიგაციები
  • მუნიციპალური ობლიგაციების ფონდები
  • S&P 500 ინდექსი
  • დივიდენდის ფონდები
  • Nasdaq-100 ინდექსი
  • საცხოვრებლის გაქირავება
  • კრიპტოვალუტა


მაღალშემოსავლიანი შემნახველი ანგარიშები ნაკლები ხარჯით საკმაოდ მაღალ სარგებელს მოუტანს ინვესტორს. ის ისეთივე ლიკვიდურია, როგორც ფული. ნებისმიერ დროს შეიძლება თანხის დამატება ან მოკლება. თუმცა, ბანკმა შეიძლება, შეზღუდოს განაღდების რაოდენობა, თუ ამას გადაწყვეტს.


მიუხედავად იმისა, რომ შემნახველი ანგარიშები უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება, რისკი მაინც არის, რომ დროთა განმავლობაში ის ინფლაციის გამო მყიდველობითი ძალას დაკარგავს, თუ საპროცენტო განაკვეთები ძალიან დაბალი იქნება


სადეპოზიტო სერტიფიკატი (CD) გამოშვებულია ბანკების მიერ და უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი მოაქვს, ვიდრე შემნახველ ანგარიშებს. სერტიფიკატს აქვს კონკრეტული ვადა, რომელიც, შეიძლება, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე მერყეობდეს. იმის გამო, რომ ეს არის „ვადიანი დეპოზიტები“, დაბანდებული თანხის ვადის გასვლამდე ამოღება ჯარიმების გარეშე შეუძლებელია. ვადის გასვლის შემდეგ ინვესტორი იბრუნებს ძირ თანხას და იღებს დარიცხულ პროცენტს.


უსაფრთხოების გამო სადეპოზიტო სერტიფიკატი კარგი არჩევანია პენსიონერებისა და იმ ინვესტორისთვის, ვისაც ფული კონკრეტული დროისთვის სჭირდება, სურს ფულის დაგროვება და ცოტა მეტი შემოსავლის მიღება, ვიდრე შემნახველ ანგარიშზე მიიღებდნენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაციამ და გადასახადებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამცირონ ინვესტიციის მყიდველუნარიანობა.


სახელმწიფო ობლიგაციები ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება, რადგან ობლიგაციებს აშშ-ის მთავრობა უჭერს მხარს. ინვესტირება ხდება სავალო ინსტრუმენტებში, როგორიც არის T-notes, T-ობლიგაციები და იპოთეკით მხარდაჭერილი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულია მთავრობისგან დაფინანსებული საწარმოების მიერ. სახელმწიფო ობლიგაციები შეიძლება იყოს კარგი არჩევანი დამწყები ინვესტორებისთვის.


მოკლევადიანი კორპორაციული ობლიგაციები – კორპორაციები ხანდახან ფულს ობლიგაციების გამოშვებით იზიდავენ. ისინი შეიძლება თავმოყრილი იყოს ობლიგაციების ფონდებში, რომლებიც ფლობენ ასობით კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს. მოკლევადიანი ობლიგაციების ვადა ერთიდან ხუთ წლამდეა, რაც მათ საპროცენტო განაკვეთის რყევების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის, ვიდრე შუალედური ან გრძელვადიანი ობლიგაციები.



მოკლევადიან კორპორაციულ ობლიგაციებს ხშირად ინვესტორებისთვის უფრო მაღალი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე სამთავრობო და მუნიციპალური ობლიგაციების ფონდებს.


მუნიციპალური ობლიგაციების ფონდები ინვესტირებას ახდენენ უამრავ სხვადასხვა მუნიციპალურ ობლიგაციაში, რომლებიც გამოშვებულია სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. მიღებული პროცენტი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და, ასევე, შეიძლება გათავისუფლდეს სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადებისაგან, რაც მათ განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.


მუნიციპალური ობლიგაციები კარგი არჩევანია ისეთ ქვეყნებში მცხოვრებთათვის, სადაც მაღალი გადასახადებია. შესაბამისად, დაბალი გადასახადის მქონე ქვეყნებში ის ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისთვის.


S&P 500 ინდექსი არის ინვესტორებისთვის, ვისაც უფრო მაღალი სარგებლის მიღება უნდა, ვიდრე ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს ან ობლიგაციებს მოაქვს.


ის ხუთასამდე უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს, როგორებიცაა, Microsoft, Apple, Amazon, Tesla და სხვა. S&P 500 ერთ-ერთი ნაკლებად სარისკო ინვესტიციაა, რადგან წამყვანი კომპანიებისგან შედგება და ძალიან დივერსიფიცირებულია. თუმცა, არ არის დაზღვეული მთავრობის მიერ. ასე რომ, ინვესტორმა შესაძლოა, ფული ფასების რყევის გამო დაკარგოს. ისტორია აჩვენებს, რომ ინდექსს ბოლო 10 წლის განმავლობაში  საშუალოდ ყოველწლიურად დაახლოებით 13.6%-ის სარგებელი მოაქვს.


S&P 500 ძალიან ლიკვიდურია და ინვესტორებს მისი ყიდვა-გაყიდვა ნებისმიერ სავაჭრო დღეს შეუძლიათ, S&P 500-ის ინდექსის შეძენა შესაძლებელია ინდექს ფონდების საშუალებით, როგორებიცაა მაგ. SPY; VOO; IVV, რომლის ყიდვაც საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით უკვე შესაძლებელია.


დივიდენდის ფონდები კარგი არჩევანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ფულის უფრო გრძელვადიანად დაბანდება შეუძლია.


ინვესტირებისთვის უნდა შეირჩეს დივიდენდების გაზრდის მყარი ისტორიის მქონე კომპანიები და არა ისინი, რომლებსაც ყველაზე მაღალი მიმდინარე შემოსავალი აქვთ. გასათვალისწინებელია, რომ კარგად შესწავლილი კომპანიაც შეიძლება აღმოჩნდეს კრიზისში, ამიტომ კარგი რეპუტაცია არ არის გარანტია, რომ კომპანიის დივიდენდი არ შემცირდება. დივიდენდის ფონდების შეძენა შესაძლებელია ინდექს ფონდების საშუალებით, როგორებიცაა მაგ. VIG; NOBL; SPYD, რომლის ყიდვაც საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით უკვე შესაძლებელია.


Nasdaq-100 კარგი არჩევანია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიების წარმატებაში, როგორებიც არის MicrosoftAppleFacebook და სხვა. Nasdaq-100-ის ინდექსი საუკეთესო გზაა ყველა ამ კომპანიის წილის ფლობისთვის. Nasdaq-100-ის ინდექსის შეძენა შესაძლებელია ინდექს ფონდების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, QQQ, რომლის ყიდვაც უკვე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით.


საცხოვრებლის გაქირავება შეიძლება კარგ ინვესტიციად იქცეს. თუ დროთა განმავლობაში შეინარჩუნებ აქტივებს, გაისტუმრებ ბანკის ვალს და გაზრდი ქირას, ინვესტიცია საკმაოდ მაღალ შემოსავალს მოიტანს პენსიაზე გასვლის დროს. ამერიკაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საცხოვრებლის ფასები 2020 და 2021 წლებში გაიზარდა. ხოლო იპოთეკური განაკვეთები შეერთებულ შტატებში ყველა დროის დაბალ ნიშნულზეა. თუმცა, ეკონომიკური არასტაბილურობის დროს მისი მართვა შეიძლება გართულდეს, რადგან მოიჯარეთა უმუშევრად დარჩენის ალბათობა მეტია. ამასთანავე, საცხოვრებელი ყველაზე ნაკლებად ლიკვიდური ინვესტიციაა.


კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ფართოდ ხელმისაწვდომი ბიტკოინია, რომლის ფასი მერყევია, რაც რისკის მაძიებელ ბევრ ინვესტორებს იზიდავს. რისკს ქმნის ის, რომ ფასი მოკლე პერიოდში შეიძლება მკვეთრად დაეცეს ან გაიზარდოს. ელექტრონული ვალუტებიდან განსაკუთრებით ლიკვიდურია ბიტკოინი და ეთერიუმი. მათი ყიდვა და გაყიდვა დღის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუმცა, მათზე საკომისიოები, როგორც წესი, ძალიან მაღალია. ამ ხარჯების შესამცირებლად მნიშვნელოვანია საუკეთესო ბროკერის პოვნა. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ამ ეტაპზე არ ივაჭრება კრიპტოვალუტები, თუმცა, შესაძლებელია კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საინვესტიციო ფონდების შეძენა, რომლის ფასიც კრიპტოვალუტების ფასის მსგავსად იცვლება. ასეთი საინვესტიციო ფონდია, მაგალითად, BITO (რომელიც ბიტკოინის ფასის შესაბამისად იცვლება). გარდა ამისა, შესაძლებელია ისეთ კომპანიებში ინვესტირება, რომლებიც ბლოკჩეინ და კრიპტოინდუსტრიის განვითარებაში არიან ჩართული. BLOK და BLCN სწორედ ისეთი საინვესტიციო ფონდებია, რომლებიც კომპანიებს ამ სფეროდან აერთიანებენ.


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up