10 თვეში ფულადი გზავნილები 73.4%-ით, ტურიზმის შემოსავლები 183.2%-ით, სავაჭრო დეფიციტი კი 32.7%-ით გაიზარდა - Galt&Taggart

10 თვეში ფულადი გზავნილები 73.4%-ით, ტურიზმის შემოსავლები 183.2%-ით, სავაჭრო დეფიციტი კი 32.7%-ით გაიზარდა - Galt&Taggart

access_time2022-11-21 18:30:04

10 თვეში ფულადი გზავნილები 73.4%-ით, ტურიზმის შემოსავლები 183.2%-ით, სავაჭრო დეფიციტი კი 32.7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.


2022 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილების წლიური ზრდა 142.9%-მდე დაჩქარდა და 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა წინა თვის 84.6%-იანი ზრდის შემდეგ, ხოლო სებ-ის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით 126.4%-ით აღდგა და 337.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+725.6%, მთლიანის 59.6%, ამ თანხის ნაწილი მიგრაციას უკავშირდება), იტალია (+8.1%), აშშ (+26.5%), ისრაელი (+7.5%), ყირგიზეთი (+163.7%) და გერმანია (+42.1%). ამასთან, ფულადი გზავნილების წლიური შემცირება გაგრძელდა საბერძნეთიდან (-0.3%) ოქტომბერში.



2022 წლის პირველ 10 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 73.4%-ით გაიზარდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.  (+137.1% წ/წ). ჯამურად, 2022 წლის პირველ 10 თვეში, ტურიზმის შემოსავლებმა 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+183.2% წ/წ), რაც 2019 წლის პირველი 10 თვის შემოსავლების 100.2%-ია.


2022 წლის ოქტომბერში ექსპორტის ზრდის ტემპი 9.2%-მდე შენელდა და 448.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 40.0%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იმპორტის ზრდის ტემპი 19.9%-მდე დაჩქარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 14.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 28.3%-ით გაიზარდა და 673.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 1.9%- იანი კლების შემდეგ. ჯამურად, 2022 წლის პირველ 10 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 32.7%-ით გაიზარდა და 6.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 34.0%-ით გაიზარდა 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 33.2%-ით გაიზარდა 10.7 მლრდ აშშ დოლარამდე.



თეგები:
Galt&Taggart



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up