„10 წელზე მეტი ვადით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე იყო დიდი მოთხოვნა“ - რა გავლენას იქონიებს ბაზარზე უცხოურ ვალუტაში 15-წლიანი დაკრედიტების აკრძალვა

„10 წელზე მეტი ვადით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე იყო დიდი მოთხოვნა“ - რა გავლენას იქონიებს ბაზარზე უცხოურ ვალუტაში 15-წლიანი დაკრედიტების აკრძალვა

access_time2021-12-10 19:00:00

„ფაქტი ერთია, იმ კვლევით, რომელიც გასაჯაროვდა, ჩანს, რომ 2020 და განსაკუთრებით, 2021 წელს 10 წელზე მეტი ვადით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე იყო დიდი მოთხოვნა“,- ამის შესახებ სამშენებლო სამართლის დამოუკიდებელმა იურისტმა მალხაზ კუნელაურმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.



მისი თქმით, როდესაც ბაზარზე გარკვეული მოთხოვნა არსებობს და შენ მას ხელოვნურ ბარიერებს უწესებს, ეკონომიკური პროცესებისთვის კარგი შედეგის მომტანი ვერ იქნება.



ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აიკრძალა, მაქსიმალურ ვადად კი, 10 წელი განისაზღვრა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტა, აღნიშნული ინსტრუმენტი ლარიზაციას წაახალისებს.



„ფაქტი ერთია, იმ კვლევით, რომელიც გასაჯაროვდა, ჩანს, რომ 2020 და განსაკუთრებით, 2021 წელს 10 წელზე მეტი ვადით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე იყო დიდი მოთხოვნა. შესაბამისად, როდესაც ბაზარზე არის გარკვეული მოთხოვნა, ეს არის მომხმარებლებსა და ბიზნესს შორის თავისუფალი, კონკურენტული და ჯანსაღი გარემო, რომელიც ბუნებრივად იქმნება. მოცემულობა არის ის, რომ ბევრი დაინტერესებული პირი იყო, რომელიც ითხოვდა იპოთეკურ სესხს 10 წელზე მეტი ვადით. ეს ყველა გაცემული იპოთეკური სესხი კი, არის დამატებითი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ყველა სუბიექტისთვის, მშენებლისთვის, მომხმარებლისთვის და ბანკისთვისაც არის მნიშვნელოვანი ეკონომიკურ აქტივობა. როდესაც ამას, ჩემთვის აბსოლუტრად გაუგებრად, ხელოვნურად ვუწესებთ ბარიერებს (მე იქ ვერ მოვისმინე ვერცერთი ლეგიტიმური მიზეზი), დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ნაწილი იმ პოტენციური ტრანზაქციების, რომელიც შეიძლება 10 წლის ზემოთ დადებულიყო, აღარ დაიდება. და, თუ არ დაიდება, ეს ნიშნავს, რომ სამშენებლო სფეროში, იგივე საბანკო პროდუქტის გაყიდვის და მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქტი შეძენის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობა შემცირდება“,- ამბობს მალხაზ კუნელაური.



კითხვაზე, თუ სამივე სუბიექტი (მომხმარებელი, ბანკი, მშენებელი) უკმაყოფილოა, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ გადაწვეტილებას, მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ მხოლოდ ფურცელზე კონკრეტული ციფრების დაწერა.




„მე ვფიქრობ, ეს ალბათ, უკავშირდება და არის გაგრძელება იმ ტიპის რეგულაციების, რომელიც სესხების გაცემის გართულებას გულისხმობდა. ამან ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სრულიად სამართლიანი. აქ მიზეზი ჰქონდათ ვითომ ის, რომ გადახდის უუნარო კლიენტები არ გასჩენოდა ბანკს, მაგრამ კონკრეტულად სამშენებლო სფეროში, გასული წლები გვაჩვენებდა, რომ ბანკების მხრიდან დაკრედიტებაში პრობლემა ფაქტობრივად, არ არსებობდა.



ამიტომაც იყო სამშენებელო სფეროს და ბანკების მხრიდან პროტესტი, რომ რის დასარეგულირებლად აკეთებ ამას, სამივე სუბიექტი კმაყოფილი ვართ წლების განმავლობაში, არც მე მყავს გაპრობლემებული კლიენტი, თავის მხრივ, კლიენტიც კმაყოფილია იმიტომ, რომ მან შეიძინა ბინა სესხით, ბიზნესიც კმაყოფილია რომ გაყიდა. აბა, მაშინ ვის დასაკმაყოფილებლად აკეთებ ამას?!



მე ვფიქრობ, კონკრეტული ციფრებს შესაბამისობაში მოსაყვანად კეთდება ეს ყველაფერი. აკეთებენ ისეთი ტიპის რეგულაციებს, რომელიც ძალიან მტკივნეულად აღიქმება იმ პროცესებზე, რომელითაც კონკრეტული სუბიექტები ხეირს ნახულობენ. ანუ, ჩვენთვის ის უფრო მნიშვენელოვანია, რომ ფურცელზე რაღაც ციფრები ლარის გაუფასურების, ინფლაციისთვის გვეწეროს, თუ რეალურად რა ხდება?!



ეკონომიკა ხელოვნურად არ უნდა შევზღუდოთ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ციფრებში დავინახოთ რაღაც მაჩვენებელი. ეკონომიკა უნდა გავუშვათ თავისუფალი ცურვის რეჟიმზე. თუ ბაზარი მოთხოვნას აყალიბებს, რომ არის მომხმარებელი, ვისაც 10 წელზე მეტი ვადით უნდა იპოთეკური სესხი, ამას აწვდის საბანკო სექტორი და ამით კმაყოფილია ყველა მხარე, მაშინ ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება სამივე სუბიექტს თანაბრად აზარალებს.



ვფიქრობ, ეს ნაბიჯი არ არის იმის რეცეპტი, რომ კონკრეტული ციფრები გაასწორო. პირიქით, რეალურად პრობლემა იქმნება ეკონომიკაში.



ფაქტი ერთია, არსებობს მოლოდინი, რომ ადამიანების იმ ნაწილს, ვისაც შეიძლება, რომ 10 წელზე მეტი ვადით სესხი აეღო მომდევნო წელს, აღარ აიღებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ვერ იყიდა უძრავი ქონება, ვიღაცამ ვერ გაყიდა და ბანკმა ვერ დააკრედიტა. ახლა ეს კარგია თუ ცუდი, თავად შეაფასონ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია“,- ამბობს მალხაზ კუნელაური.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up