10 წიგნი სწორი ფინანსურ გადაწყვეტილებების მისაღებად

10 წიგნი სწორი ფინანსურ გადაწყვეტილებების მისაღებად

access_time2022-07-24 09:30:27

1. კარლ რიჩარდსი, "ინვესტირების ფსიქოლოგია. როგორ შევწყვიტოთ სისულელეების კეთება საკუთარ ფულთან მიმართებაში?"


ამერიკელი ფინანსისტის და ფინანსური კონსულტანტის წიგნი, რომელშიც ავტორი განმარტავს თუ როგორ ზეგავლენას ახდენენ ჩვენი ემოციები და შინაგანი სამყარო, ჩვენს ფინანსური გადაწყვეტილებებზე. წიგნი მოგვითხრობს არა იმდენად ფულის, რამდენადაც ადამიანების ფსიქოლოგიური სამყაროს მნიშვნელობის შესახებ. ემოციების მართვა, სწორი ფინანსური განწყობა და მდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

2. ნეილ ფერგოიუსონი, "ფულის აღმასვლა" 


ფული უდიდეს როლს თამაშობს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და ცოტა თუ ვინმე რჩება გულგრილი ფულისადმი. მით უფრო გასაკვირია, რომ ადამიანებმა უმეტესწილად ძალიან ცოტა რამ იციან ფულის შესახებ. ბრიტანელი ისტორიკოსის, მწერლის, ჟურნალისტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის ამ წიგნში, ავტორი მოგვითხრობს იმ გზაზე, რომელიც გაიარა  ფულმა ანტიკური ხანიდან დღემდე. ის მარტივად და ნათლად ხსნის რთული ფინანსური ცნებების, ტერმინების და სხვდასხვა ისტორიული მოვლენების მნიშვნელობას. 

 

3. რეი დალიო, "როგორ იცვლება მსოფლიო წესრიგი? რატომ იმარჯვებენ და მარცხდებიან იმპერიები?"


ამერიკელი ფინანსისტის, მილიარდერის და საინვესტიციო კომპანია Bridgewater Associates-ის დამფუძნებლის წიგნი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს ბოლო ასწლეულების, მსოფლიო ეკონომიკის ძირითად მოთამაშეებზე (მათ შორის ჰოლანდიური, ბრიტანული და ამერიკული ეკონომიკების შესახებ) და მათ როლზე მსოფლიო ისტორიაში. ავტორი წარმოგვიდგენს ე.წ."დიდი ეკონომიკური ციკლის", ყველა იმ შემადგენელს, რომელიც განსაზღვრავდა და განსაზღვრავს, მსოფლიოში არსებული ქვეყნების, წარმატებებსა და წარუმატებლობას, მთელი ისტორიის განმავლობაში. 

 

4. ხა ჯუ ჩანგი, "როგორ მუშაობს ეკონომიკა?"


კორეელი ეკონომისტის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის ამ წიგნში, ავტორი საკმაოდ მარტივი და სახალისო ენით განმარტავს, თუ როგორ მუშაობს გლობალური ეკონომიკა. ავტორი მკითხველს უზიარებს  საკუთარ მოსაზრებებს და ხედვებს, მსოფლიო მასშტაბის, გლობალური ეკონომიკურ და ისტორიული მოვლენების შესახებ.  მოსაზრებების დიდი ნაწილი პროვოკაციული ხასიათისაა და  თქვენ მათ ვერ გადააწყდებით ეკონომიკის კლასიკურ სახელმძღვანელოებში. წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვინც დაინტერესებულია ეკონომიკით და სურს უკეთ გაიგოს, თუ როგორ მუშაობს ის.

 


5. მიურეი როტბარდი, "სახელმწიფო და ფული"


ამერიკელი პოლიტფილოსოფოსის, ეკონომისტის და ისტორიკოსის  წიგნი, რომელშიც  ავტორი ცდილობს, პასუხების გაცემას  ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ კითხვებზე, როგორიცაა: რა არის ფული, როგორ მუშაობს მონეტარული სისტემა და როგორ ვითარდებოდა ის ისტორიის განმავლობაში და ა.შ.  წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვინც დაინტერესებულია ფულის არსით და სურს უკეთ გაიგოს ის, თუ როგორ მუშაობს ფული. ასევე სახელმწიფოს როლით ამ ყველაფერში.

 

6. ნასიმ ნიკოლას ტალები, "შავი გედი. არაპროგნოზირებადობის ნიშნის ქვეშ"


ამერიკელი ესეისტის, მწერლის, სტატისტიკოსი და ყოფილი ტრეიდერის შემეცნებითი ხასიათის წიგნი, რომელშიც ავტორი გვთავაზობს საკუთარ ალტერნატიულ ხედვებს საკმაოდ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ის განმარტავს გლობალური ხასიათის, არაპროგნოზირებად ისტორიულ მოვლენებს, რომელსაც ის შავ გედებს უწოდებს. ავტორი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეთი მოვლენები ზემოქმედებენ როგორც მთლიანად ისტორიაზე, ისე თითოეული ცალკეული ადამიანის ცხოვრებაზე. 

 

7. ჯო დომინგესი, ვიკი რობინი, "საფული თუ სიცოცხლე, თქვენ აკონტროლებთ ფულს თუ ფული გაკონტროლებთ თქვენ?"


პირადი ფინანსების მართვას მიძღვნილი, წიგნების უმეტესობისგან განსხვავებით. ცნობილი ამერიკელი ნოვატორის, მწერლის და ორატორის და არანაკლებ წარმატებული ამერიკელი ფინანსისტის და უოლ სტრიტის ანალიტიკოსის, ეს ერთობლივი წიგნი, უფრო მეტად ფილოსოფიური ხასიათისაა. ამ წიგნში ავტორები სვამენ კითხვას. ვაკონტროლებთ თუ არა, ჩვენ ჩვენს ფულს. თუ პირიქით, ფული გვაკონტროლებს ჩვენ.  ეს წიგნი დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ და გასწავლით თუ როგორ  გააკონტროლოთ თქვენი ცხოვრების ფინანსური მხარე.

 

8. ფელიქს მარტინი, "Money, ფულის არაოფიციალური ისტორია”.


ბრიტანელი მწერლის და ეკონომისტის ეს წიგნი არის გზამკვლევი კაცობრიობის ფულადი ურთიერთობების ისტორიაში. ავტორი ამსხვრევს ყველა მითს და წარმოგვიდგენს საკუთარ მოსაზრებას, ფულის წარმოშობის და განვითარების შესახებ, უძველესი დროიდან დღემდე. წიგნი არ არის გადატვირთული განსაკუთრებული ტერმინოლოგიით. ამიტომ ის დააინტერესებს არა მხოლოდ ფინანსისტებს, ეკონომისტებს და ისტორიკოსებს, არამედ ნებისმიერ მკითხველსაც.

 

9. ბრაიან ტრეისი "მეცნიერება ფულის შესახებ,  როგორ გაზარდოთ შემოსავალი და გახდეთ მდიდარი"


ამერიკელი მოტივაციური გამომსვლელის და თვითგანვითარების პრაქტიკის მიმდევარის და ტრენერის წიგნი, რომელშიც ავტორი უზიარებს მკითხველს საკუთარ საიდუმლოებებს და რჩევებს, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ყველა ეს რჩევა პრაქტიკული ხასიათისაა და ეხება ისეთ საჭირბოროტო საკითხებს როგორიცაა. მაგალითად, როგორ დავზოგოთ ფული და განვახორციელოთ ინვესტიცია. რა ინსტრუმენტებში დავაბანდოთ ფული და ა.შ.  ამავე წიგნში ავტორი ცდილობს დაამსხვრიოს ყველა ის მცდარი მოსაზრება და მითი, რომელიც  ეხება ფულს.

 

10. დარონ ანჯემოღლუ, ჯეიმს ა. რობინსონი, "რატომ არის ზოგი ქვეყანა მდიდარი და ზოგი ღარიბი?ძალაუფლების, კეთილდღეობისა და სიღარიბის წარმოშობის შესახებ"


ამერიკელი ეკონომისტის და ბრიტანელი პოლიტიკური მკვლევარის და ეკონომისტის ამ ერთობლივ წიგნში. ავტორები სვამენ კითხვას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არაერთ ისტორიკოს, ეკონომისტს და ფილოსოფოს აწუხებდა და ცდილობენ გაანალიზონ თუ რატომ არის ზოგიერთი სახელმწიფო მდიდარი და ზოგიერთი კი, ღარიბი? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას, მოყვანილია საკმაოდ ვრცელი ისტორიული მასალა, რომელიც  წიგნს მოწინავე პოლიტიკური და ეკონომიკური აზროვნების ნამდვილ ენციკლოპედიად აქცევს.

 

წყარო: finedu.gov.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up