„10 წლის წინ, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საშუალოდ წლიური 30%-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის  მეორე აეროპორტია“

„10 წლის წინ, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საშუალოდ წლიური 30%-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია“

access_time2022-09-28 12:50:00

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 10 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა. გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს 10 წლის იუბილეს ულოცავს და ამბობს, რომ აეროპორტის განვითარება მომდევნო წლებშიც უწყვეტად გაგრძელდება.


,,10 წლის წინ, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საშუალოდ წლიური 30 %-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში - დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი. ვამაყობთ და გვახარებს, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი აეროპორტის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი გზით შეძლეს ემოგზაურათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ევროპის ქვეყნებში ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა. ეს ის აეროპორტია, საიდანაც საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება. მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება. #იფრინექუთაისიდან ახლა უკვე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და აღმოაჩინე ახალი თავგადასავლები,“-განაცხადა თამარ არჩუაძემ. 


2021 წლის 9 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რომელიც 6 ჯერ გაიზარდა, განახლებული სახით ოფიციალურად გაიხსნა. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით. 2023 წელს, აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up