10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმი

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმი

access_time2021-12-11 17:00:46

შობა-ახალწელიწადის მოახლოებასთან ერთად შესაბამის თემატიკაზე გადაღებული ფილმების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. ისინი სადღესასწაულო გაწყობის შესაქმნელად ერთ-ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენენ. საშობაო ფილმების კოლექციას ყოველწლიურად ახალი ნაწარმოებები ემატება, თუმცა, ამის მიუხედავად, პოპულარობას არც ძველი კინოსურათები კარგავენ.

იმის დასადასტურებლად, რომ ფილმი „შედგა“, ხშირად მის შემოსავალს იშველიებენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საშობაო თემატიკაზე გადაღებული ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოსურათების ათეული გაგაცნოთ. ფილმების რეიტინგი მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში ბილეთების გაყიდვის შედეგად შეგროვებული თანხის მიხედვითაა შედგენილი.

ჩამონათვალში პირველ ადგილს 511.8 მილიონი აშშ დოლარით ანიმაციური ფილმი „გრინჩი“ იკავებს. შეგახსენებთ, რომ მისი რეჟისორები სკოტ მოჟე და იაროუ ჩეინი არიან. ფილმი, რომელიც ამერიკელი საბავშვო მწერლისა და ანიმატორის, დოქტორ სიუზის მიერ 1957 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოების – „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა!“ ეკრანიზაციას წარმოადგენს, კინოთეატრებში 2018 წლის 9 ნოემბერს გამოჩნდა. 86-წუთიანი ანიმაციის გადაღება საერთო ჯამში 75 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

მეორე პოზიციას 476.7 მილიონი აშშ დოლარით კრის კოლუმბუსის რეჟისორობით გადაღებული კომედია „მარტო სახლში“ იკავებს. ფილმში ცნობილი მსახიობები – მაკოლეი კალკინი, ჯო პეში, კეტრინ ო’ჰარა და სხვები მონაწილეობენ. კინოსურათის პრემიერა ჩიკაგოში 1990 წლის 10 ნოემბერს შედგა. აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი 18 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

345.1 მილიონ აშშ დოლარით სიაში მესამე ადგილს ფილმი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ სჯერდება. ის კომპიუტერული ანიმაცია „გრინჩის“ მსგავსად დოქტორ სიუზის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ფილმი, რომლის რეჟისორიც რონ ჰოვარდია, კინოთეატრებში 2000 წლის 17 ნოემბრიდან გამოჩნდა. კომედიურ დრამაში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ჯიმ ქერი ასრულებს. კინოსურათის გადაღება ჯამში 123 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

მეოთხე პოზიციაზე 325 მილიონი აშშ დოლარით ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარია“. ის ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის მიერ 1843 წელს გამოქვეყნებული, ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც რობერტ ზემეკისია, ლონდონში 2009 წლის წლის 3 ნოემბერს შედგა. „საშობაო ზღაპრის“ ბიუჯეტი 175-200 მილიონი აშშ დოლარია.


მეხუთე ადგილს კიდევ ერთი ანიმაციური ფილმი „პოლარული ექსპრესი“ იკავებს, რომლის შემოსავალიც 314.1 მილიონი აშშ დოლარია. „საშობაო ზღაპრის“ მსგავსად მისი რეჟისორიც რობერტ ზემეკისია. ანიმაციის პრემიერა ჩიკაგოს ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე 2004 წლის 13 ოქტომბერს შედგა. „პოლარული ექსპრესი“ ამერიკელი ილუსტრატორისა და საბავშვო მწერლის, კრის ვან ოლსბურგის მიერ 1985 წელს გამოცემული, ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ფილმის ბიუჯეტი 165 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

223.3 მილიონი აშშ დოლარით ჩამონათვალში მეექვსე პოზიციას ამერიკული კომედია „ელფი“ იკავებს. ის კინოთეატრების ეკრანებზე 2003 წლის 7 ნოემბერს გამოჩნდა. ფილმში, რომლის რეჟისორიც ჯონ ფავრო გახლავთ, მთავარ როლს უილ ფერელი ასრულებს. ცნობისთვის, „ელფის“ გადაღება საერთო ჯამში 33 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

მეშვიდე ადგილს ნენსი მეიერის რეჟისორობით გადაღებული რომანტიკული კომედია „შვებულება“ იკავებს, რომლის შემოსავალიც 205.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მასში ცნობილი მსახიობები – კამერონ დიასი, კეიტ ვინსლეტი, ჯუდ ლოუ და სხვები მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში 2006 წლის 29 ნოემბერს შედგა. კინოსურათის გადასაღებად მთლიანობაში 85 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

სიაში 189.8 მილიონი აშშ დოლარით მერვე პოზიციაზე ამერიკული კომედიური დრამა “სანტა კლაუსია“. კინოსურათში, რომლის რეჟისორიც ჯონ პასკუინია, მთავარ როლს მსახიობი ტიმ ალენი ასრულებს. „სანტა კლაუსი“ კინოთეატრების ეკრანებზე 1994 წლის 11 ნოემბერს გამოჩნდა. ფილმის ბიუჯეტი 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ჩამონათვალში მეცხრე ადგილს ლასე ჰალსტრემისა და ჯო ჯონსტონის რეჟისორობით გადაღებული „მაკნატუნა და ოთხი სამეფო“ იკავებს, რომლის შემოსავალიც 174 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სათავგადასავლო ჟანრის ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც კირა ნაიტლი და მორგან ფრიმენი არიან. კინოსურათის პრემიერა ლოს-ანჯელესში 2018 წლის 29 ოქტომბერს შედგა. „მაკნატუნა და ოთხი სამეფოს“ ბიუჯეტი 120-133 მილიონი აშშ დოლარია.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმების სიაში 172.9 მილიონი აშშ დოლარით მეათე პოზიციას კომედია „სანტა კალუსი 2“ სჯერდება, რომლის რეჟისორიც მაიკლ ლემბეკია. ფილმში მთავარ როლს ტიმ ალენი ასრულებს. კინოსურათი ეკრანებზე 2002 წლის 1-ლ ნოემბრიდან გამოჩნდა. „სანტა კალუსი 2“-ის გადასაღებად საერთო ჯამში 65 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.


წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up