100%-იანი ზრდა და ახალი შოურუმი ბათუმში - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ 2022 წელი

100%-იანი ზრდა და ახალი შოურუმი ბათუმში - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ 2022 წელი

access_time2023-03-02 18:25:18

რეგიონში შექმნილი სიტუაციის ფონზე გართულებული მიწოდების, ლოგისტიკისა თუ ფინანსური ოპერაციების მიუხედავად, ,,მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წელი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. 2021-თან შედარებით კომპანიამ 100%-იანი ზრდა აჩვენა და 230 მაზდა გაყიდა. 2022 წელსაც პოპულარობა შეინარჩუნა CX5 მოდელმა, მასთან ერთად კი გაზრდილი იყო მოთხოვნა Mazda CX 9-ზეც.  


მადონა ბაკურაძე, Tegeta Premium Vehicles-ის  საოპერაციო დირექტორი: „მომხმარებლისა და საკუთარი საქმის ერთგულება, ხარისხსა და სიახლეებზე ორიენტირებულობა, ეფექტიანობა, გუნდურობა და უწყვეტი სწრაფვა სრულყოფისკენ - ეს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მთავარი ფასეულობებია. ერთი მხრივ, ამ ფასეულობებით და მეორე მხრივ, წინსვლაზე ორიენტირებული ნაბიჯებით კომპანია 11 წლის განმავლობაში მუდმივად ვითარდება. ყველა საქმე თავისი შედეგით ფასდება და ჩვენთვის ამ შედეგებზე მეტყველებს გასული 2022 წელი, რომელიც ყველა განვლილი წლისგან გამორჩეული იყო“.


გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება  „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ყველა სიახლეს მომხმარებელს ოპერატიულად სთავაზობს. მათ შორის იყო Mazda CX5, რომლის განახლებული ვერსია „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ მომხმარებელს 2022 წლის ზაფხულიდან წარუდგინა.


თათია ბოჭორიშვილი, მაზდას გაყიდვების მენეჯერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხდება ბაზარზე, რაზეა მოთხოვნა, რა სურთ მომხმარებლებს, რას სთავაზობენ მათ კონკურენტები და ჩვენ რა უპირატესობებით უნდა ვისარგებლოთ. ზოგადად, ბაზარზე მაზდას ბრენდზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია და ამაზე მეტყველებს გაყიდვების მაჩვენებელიც. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, პირველი და უმნიშვნელოვანესი ავტომობილის ხარისხია, რომელიც ყველა დეტალში იგრძნობა, ასევე ახალი თაობის სქაიაქტივ ტექნოლოგიის ძრავები, რომელთა მეშვეობითაც ავტომობილის წვა მინიმუმზეა დაყვანილი და ბოლოს, მაზდას  დახვეწილი და ულტრათანამედროვე დიზაინი, რომელიც მას მეტად მიმზიდველს ხდის“.




2022 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა - ბათუმში მაზდას შოურუმი გახსნა. იაპონური მწარმოებლის სამოდელო რიგიდან, ამ ეტაპზე, ბათუმის შოურუმში წარმოდგენილია: Mazda 6, Mazda CX 5, Mazda CX 9 მოდელები. 


მადონა ბაკურაძე, Tegeta Premium Vehicles-ის საოპერაციო დირექტორი: „მაზდას ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო დღის წესრიგში დადგა ქსელის გაფართოების აუცილებლობა. გადაწყდა, შოურუმი ბათუმში გაგვეხსნა, სადაც ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შეძენის კიდევ უფრო გამარტივებული სისტემა შევთავაზეთ. ასევე მნიშვნელოვანია ავტომობილის შესყიდვის შემდგომი სერვისები. ამ მხრივაც, ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლიათ, ადგილზე მიიღონ მომსახურება. უახლოეს მომავალში ბათუმში სერვისის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ამასთანავე, მიმდინარე წელს მომხმარებელს მაზდას მოდელების კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ“.


კომპანიაში ამბობენ, რომ 2023-ში მაზდას ორი ახალი მოდელის პრეზენტაცია იგეგმება. პირველი იქნება მაზდა CX-60, რომელიც უფრო მეტად გაბარიტულია, ვიდრე CX-5. ამ დახვეწილი დიზაინის მოდელის ყიდვას მომხმარებლები მაისის ბოლოს შეძლებენ, ხოლო მაზდას ყველაზე დიდი SUV საქართველოში -  CX-90 ივლისიდან გაიყიდება.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში უწევს მომსახურებას.

 

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up