საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით,მომავალ წელს დაგეგმილი 4.3%-იანი ეკონიმიკურ ზრდა პესიმისტურია და დარწმუნებულია, რომ მეტი იქნება. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მან ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მიმართა და უთხრა, რომ 100 საინვესტიციო შეთავაზება პროექტს“ ფარგლებში, 124 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ძალიან ცოტაა.
„თქვენ ისაუბრეთ პროექტზე - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ და თქვით, რომ იქიდან შემოსავალი 124 მლნ ლარია. ეს ძალიან ცოტაა, ეს არის 45 მლნ დოლარი; როცა პროექტი გამოაცხადეთ, ძალიან იმედიანად ვიყავი და ახლაც ასე ვარ, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი ჩართულობა მართებს ყველა სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის პარლამენტს, რასაც ჩვენ შევძლებთ, მაქსიმალურად მხარს დაგიჭერთ, რომ თითოეული ინვესტიცია შემოვიდეს და გზაში არ დაიკარგოს. ბიუროკრატიის კუთხით არის გარკვეული ხარვეზები, დაგვიანებები და ეს უნდა აღმოიფხვრას. მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან კონტაქტი დაამყაროს ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა უფრო გავაძლიეროთ. ასე, რომ კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს. ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ’, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.