11 ფაქტი და გრაფიკა ისრაელის მედიცინის შესახებ: როგორ დავხარჯოთ ნაკლები, მაგრამ დავრჩეთ მსოფლიო ლიდერებს შორის

11 ფაქტი და გრაფიკა ისრაელის მედიცინის შესახებ: როგორ დავხარჯოთ ნაკლები, მაგრამ დავრჩეთ მსოფლიო ლიდერებს შორის

access_time2021-04-23 20:00:22

პანდემიის გაკვეთილი ისრაელიდან: ეფექტური მედიცინა არამარტო აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, არამედ შეუძლია გადაარჩინოს მთელი ინდუსტრიები, მაგალითად, საერთაშორისო ტურიზმი.

 

ისრაელმა დანარჩენ ქვეყნებს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება, მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრილია. ქვეყანაში ტურისტებს უკვე მაისის თვიდან ელოდებიან  (ჯერჯერობით მხოლოდ ვაქცინირებულებს ან კორონაგადატანილებს), რაც ისრაელის ეკონომიკას მილიარდობით დოლარს დაუბრუნებს.


გთავაზობთ 10 ფაქტ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჯანდაცვის სისტემა ისრაელში:


ებრაელები მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ადამიანები არიან

Bloomberg-ი ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების რეიტინგს რეგულარულად აქვეყნებს. მხედველობაში მიიღება ქვეყანაში არსებული მედიცინის მდგომარეობა; მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების დონე; წვდომა სასმელ წყალზე და კანალიზაციაზე, ჭარბი წონის გავრცელება და მრავალი სხვა ფაქტორი.


ყველაზე ჯანმრთელი მოსახლეობის ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მე -10 ადგილზეა. 



ქვეყანა ჯანმრთელობის სისტემის ეფექტურობით მსოფლიოში მე -6 ადგილზეა

 

ხანდაზმული ადამიანების წილი იზრდება

ისრაელის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83 წელია, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რიცხვი მოსახლეობის 10% -ს აღემატება. ეს საჭიროებს მოხუცების მკურნალობისა და მოვლისთვის დამატებით ხარჯებს.


 

 ჯანდაცვა ისრაელს შედარებით იაფი უჯდება

ისრაელი მშპ-ს 7.5% ხარჯავს ჯანდაცვაზე. ეს შედარებით მცირეა იმ ქვეყნისთვის, სადაც სამედიცინო განვითარების მაღალი დონეა. შეერთებულ შტატებში მშპ-ს 17% იხარჯება ჯანდაცვაზე, გერმანიაში - 11,4%, ესპანეთში - 9%, უკრაინაში - 7,7%.

 

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა

ისრაელში იციან, რომ ავადმყოფი ადამიანი ჯანდაცვის სისტემას ბევრად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ჯანმრთელი, ამიტომ, ქვეყანა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პოლიტიკას ატარებს. ისინი ასევე ყურადღებას აქცევენ პროფილაქტიკურ კვლევებს და სკრინინგს, რადგან ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება უფრო ადვილი და ეფექტური სამკურნალოა.

 

მედიცინა დამოუკიდებლად გამოიმუშავებს ასობით მილიონ დოლარს

ისრაელი იზიდავს უცხოელებს არა მხოლოდ თავისი პლაჟებითა და არქიტექტურული ძეგლებით, არამედ ქვეყანას აქტიურად სტუმრობენ ადამიანები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ისინი აქ ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონ დოლარს ტოვებენ.

 

ისრაელი სამედიცინო ტურიზმით მსოფლიოში მე -3 ადგილზეა

უცხოელი პაციენტების 80% ისრაელში კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის.

 


საავადმყოფოები იღებენ საერთაშორისო აკრედიტაციას უცხოელი პაციენტების მოსაზიდად

ისრაელის 29 კლინიკამ უკვე მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და მსოფლიოს ყველა პაციენტმა იცის რომ ისინი ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ. შედარებისთვის, უკრაინაში ამ დროისთვის მხოლოდ 2 სამედიცინო დაწესებულებას აქვს მიღებული აღიარება.

 

ისრაელი COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოში ერთ–ერთი ლიდერია

ისრაელში მოსახლეობის ძალიან მაღალი სიმჭიდროვეა - 368 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მაჩვენებელია მსოფლიოში. ეკონომიკური აქტივობის 70% კონცენტრირებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, ამიტომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ისრაელისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი გახდა და როგორც ჩანს, მას მედიცინა წარმატებით გაუმკლავდა.

 

„ციფრული ჯანდაცვა“ ქვეყანაში აქტიურად ვითარდება

„ციფრული ჯანდაცვა“ მოიცავს ტელემედიცინას, მობილური მოწყობილობების გამოყენებას, ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებს, კოგნიტური ტექნოლოგიის გამოყენებას, ხელოვნურ ინტელექტს და სხვა.  ქვეყანაში ამ მიმართულებით 550 სტარტაპი მუშაობს და  General Electric, Philips, IBM, Microsoft- ის განვითარების ცენტრები ოპერირებენ. ინვესტიცია „ციფრულ ჯანდაცვაში“ გლობალური ინვესტიციების 4.5% -ს შეადგენს, მაშინ როდესაც ისრაელის მოსახლეობა მსოფლიოს მხოლოდ 0.1% -ს შეადგენს.



სამედიცინო მიზნებისთვის ისრაელში მარიხუანა დასაშვებია

მთავრობა ერთის მხრივ არ გამორიცხავს, რომ კანაფი სახიფათო ნარკოტიკებს შორისაა, თუმცა მეორეს მხრივ მოსახლეობას შეუძლია ის სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს.


წყარო: businessviews.com

თეგები:
ისრაელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up