11%-ით მეტი მოგება და 417%-ით გაზრდილი ვალდებულებები - „კრედიტინფოს“ 2021 წელი

11%-ით მეტი მოგება და 417%-ით გაზრდილი ვალდებულებები - „კრედიტინფოს“ 2021 წელი

access_time2022-10-28 09:00:09

სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ საოპერაციო მოგებამ 2021 წელს 3 108 953 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 11%-ით მეტია.


ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს კომპანიის მთლიანი სრული შემოსავალი 2 888 154 ლარი იყო, ამონაგები კი 7 331 785 ლარი. 


კრედიტინფოს აქტივები 2021 წელს 11 427 970 ლარი იყო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს თითქმის 2 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება კაპიტალს, ორგანიზაციას ამ მიმართულებითაც ზრდა აქვს და გასულ წელს ის 10 521 019 ლარი იყო. ვალდებულებები კი 417%-ით გაიზარდა და 906 951 ლარი გახდა, 2020 წელს კი ის მხოლოდ 175 335 ლარი იყო.


2021 წლის განმავლობაში ორგანიზაცია 31 თანამშრომელს ასაქმებდა და ჯამში მათზე გაცემულმა ხელფასებმა და თანამშრომელთა სხვა სარგებელმა 1 576 326 ლარი შეადგინა, რაც თითო თანამშრომელზე თვეში საშუალოდ 4200 ლარს ნიშნავს.



კომპანია ფლობს საკრედიტო მონაცემთა ბაზას და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას აწვდის ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგნიზაციებს, რომლებიც გასცემენ სესხებს ან აწვდიან საქონელს და მომსახურებას შემდგომი გადახდის პირობით.


კომპანია დარეგისტრირებულია 2005 წელს, მისი მფლობელები კი არიან :

Credit info International GmbH (Creditinfo Group hf-ის შვილობილი) – 36.76%;

სს „თიბისი ბანკი“ - 21.08%;

სს „პროკრედიტ ბანკი“ 21.08%;

სს „საქართველოს ბანკი“ 21.08%;


შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბრიდან კრედიტინფოს ბაზაც გამსხვილდა. 3 მლნ-იანი ზღვარი გაიზარდა და ნოემბერში უკვე განახლებული სტატისტიკა გამოქვეყნდება - ინფორმაციას 10 მლნ ლარამდე მსესხებლების ისტორიის მიხედვით. კომპანიის მენეჯმენტს კი მე-5 დირექტორი ირაკლი ელაშვილი შეემატა.

თეგები:
კრედიტინფო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up