11 ივლისს მზიურის პარკში წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

11 ივლისს მზიურის პარკში წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

access_time2021-07-08 17:40:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 11 ივლისს, მზიურის პარკში წიგნის მეორე ფლიმარკეტი გაიმართება. ინფორმაციას მერიის პრესსსამსახური ავრცელებს.



როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წიგნის ფლიმარკეტზე ახალი და მეორეული წიგნები, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება. გარდა ამისა, ამ დღის ორი სპორტული მოვლენის - უიმბლდონის ტურნირისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.



„11 ივლისს, მზიურის პარკში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში წიგნის მეორე ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, მისი მთავარი თემა სპორტი იქნება, რაც დიდ სახალხო დღესასწაულს ნიშნავს. წიგნის ფლიმარკეტზე კერძო პირები, ბუკინისტები და წიგნის მაღაზიები ახალ და მეორეულ წიგნებს გაყიდიან. ასევე, გაიყიდება წიგნის თემატიკის სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, სპორტული ინვენტარი, ფანშოპით იქნება წარმოდგენილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლებსაც მინდა თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო.




როგორც იცით, ამ დღეს ორი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა დაგეგმილი: უიმბლდონის ტურნირის ფინალური დაპირისპირება და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც იტალია-ინგლისი შეხვდება ერთმანეთს. მე იტალიას ვგულშემატკივრობ. ორივე შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ეკრანზე განვახორციელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლიმარკეტის სტუმრებს მიეცემათ საშუალება, მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნონ წიგნებით, სპორტული დაპირისპირებითა და ბუნებაში ყოფნით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



მისივე თქმით, ფლიმარკეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ თავიანთ საყვარელ სპორტსმენებს და მწერლებს, რომლებთან ერთადაც ფინალის ყურებას და ლიტერატურაზე საუბარს შეძლებენ.



„ამასთან, მინდა საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. უკვე შეთანხმებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ჩართვა სწორედ ჩვენი ფლიმარკეტიდან განხორციელდება, რაც იქაურობას ქვეყნის ერთგვარ ეპიცენტრად აქცევს.



ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს მიერ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი სტუმრობს. მზიურის პარკი უკვე იქცა ჩვენი თანაქალაქელებისთვის საყვარელ ადგილად, იქაურობის წიგნიერებისა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირება კი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up