კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 11 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2106 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2075 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2050-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.1632 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.0721-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/485.5600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 484.2700-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და მხოლოდ მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7015 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6990-ის ნიშნულზე იყო.