2022 წლის 11 თვეში საქართველოს მთავრობამ 2.595 მლრდ ლარის ვალი აიღო, რაც წლიური გეგმის მხოლოდ 71.3%-ია. 2022 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ქვეყანა მიმდინარე წელს 3.641 მლრდ ლარის ვალის აღებას გეგმავს.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 1.542 მლრდ. ლარის საგარეო ვალი აიღო, რაც გეგმის 65.9%-ია.
რაც შეეხება საშიანო ვალდებულებს, 11 თვეში მთავრობამ უკვე 1.53 მლრდ. ლარის შიდა ვალი აიღო, რაც წლიური გეგმის 81%-ია.