113-დან 50-ე ადგილი - ახალი გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველომ მეწარმეებისთვის ციფრული გარემო უნდა გააუმჯობესოს

113-დან 50-ე ადგილი - ახალი გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველომ მეწარმეებისთვის ციფრული გარემო უნდა გააუმჯობესოს

access_time2022-09-22 15:00:41

განვითარებადი აზიის ეკონომიკების ოთხი მეხუთედი ციფრული გარემოს გლობალური ინდექსისა და მეწარმეობის ხელშემწყობი სისტემების სიის ბოლოს იკავებს ადგილს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებული ახალი ინდექსის მიხედვით.


ADB-ში აღნიშნავენ, რომ გაციფრულება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბიზნესებისთვის განვითარების დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს ინოვაციის მამოძრავებელი ძალაა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკებისთვის მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკის სტატუსის მისაღებად. მას ასევე შეუძლია ეკონომიკები გახადოს უფრო მედეგი, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გამოჩნდა, როცა მრავალი ბიზნესი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გადარჩა. მას ასევე შეუძლია ინკლუზიური ზრდის წახალისება ბიზნესის დაწყების ხარჯების შემცირებით. შეფასების მიხედვით, განვითარებადი აზიის 21 ეკონომიკიდან 17 სიის ბოლოსაა განთავსებული, რაც ხაზს უსვამს ბევრ მათგანში ციფრული მეწარმეობის ხელშეწყობის აუცილებლობას. 



ციფრული მეწარმეობის სისტემების გლობალურ ინდექსში შეყვანილი 113 ეკონომიკიდან საქართველო 50-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთი 58-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი მე-60.



სინგაპურს მეწარმეებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული გარემო და ხელშემწყობი სისტემები აქვს, ნათქვამია გამოცემულ ციფრული მეწარმეობის სისტემების გლობალურ ინდექსში, ხოლო მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია, მესამეზე კი შვედეთი. 


აღნიშნული ინდექსი აფასებს ციფრული მეწარმეობისთვის არსებული გარემოს ხარისხს გაციფრულების რვა მიმართულებით, როგორიცაა: კულტურა, ინსტიტუტები, ბაზრის მდგომარეობა, ადამიანური კაპიტალი, ცოდნა, ფინანსები და კავშირები. ADB-ში განმარტავენ, რომ საერთო ჯამში, ციფრული მეწარმეობის განვითარების კუთხით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ყველაზე დიდ სისუსტეს არასაკმარისი ხელშემწყობი კულტურა წარმოადგენს. ამის ერთი მაგალითია, ეკონომიკურ პროგრესში მეწარმეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის არასათანადო დაფასება საზოგადოების მხრიდან. ამ მდგომარეობის შეცვლის ერთ-ერთი გზა განათლების გზით მეწარმეების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გაუმჯობესებაა.




თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up