შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდეს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდეს

access_time2022-10-13 14:30:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა.


შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.


მისი თქმით, საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია საიმისოდ, რომ წარმატებით შეასრულოს ენერგეტიკული ხიდის ფუნქცია და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის პროექტი, რომლითაც საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი შეძლებს დაუკავშირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას.



რომეო მიქაუტაძის განცხადებით, 1195 კმ სიგრძის კაბელი, რომელიც საქართველოს და რუმინეთის ენერგოქსელებს დააკავშირებს ერთმანეთს, შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდეს. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.


ცნობილია, რომ კვლევა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით განხორციელდება. კვლევის მეშვეობით, დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კვლევაში ჩართულნი იქნებიან როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის სხვა დაინტერესებული მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული კომპანიები. ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI განახორციელებს. კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა 18 თვეს შეადგენს.


შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის. სტრატეგიული ინტერკონექტორის პროექტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის არსებულ დღის წესრიგში, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფორმატში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up