12 აპრილს, მერიასთან, 125 ოჯახი მშენებლობის დაწყების გაჭიანურებულ პროცესს გააპროტესტებს

12 აპრილს, მერიასთან, 125 ოჯახი მშენებლობის დაწყების გაჭიანურებულ პროცესს გააპროტესტებს

access_time2023-04-10 19:00:28

„125-ზე მეტი ოჯახი, 2008 წლიდან მოყოლებული, ველით გადახდილი თანხის სანაცვლოდ პირობის შესრულებას და ჩვენი კუთვნილი ბინების მიღებას.

ჯერ ომი და კრიზისი, შემდეგ ხელისუფლებათა ცვლა, შემდეგ კიდევ ათასი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი, მათ შორის, სხვადასხვა საჭირო ნებართვის მუდმივი განახლების ბიუროკრატიული და რუტინული პროცესი და მოვედით დღემდე.

დღეს ყველა ყველაფერზე შეთანხმებული ვართ (მომავალი მობინადრეები, მშენებელი კომპანია, მერია - ერთი გამონაკლისის გარდა ყველა ნებართვის ნაწილში...) და თავისი გადაწყვეტილების გაჭიანურებით პრობლემას ქმნის ერთადერთი მუნიციპალური სამსახური, კერძოდ, „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“, რომელიც დღემდე, ყველა დადგენილი, თუ გონივრული ვადის იგნორირებით, უბრალოდ არ იძლევა პასუხს სატრანსპორტო სქემის შეთანხმების შესახებ“, - ამის თაობაზე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ასაშენებელი სახლის (მისამართი: #5ა) დაზარალებული მესაკუთრეები აცხადებენ.


საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, 15 წელია სახლის აშენებას და ბინებში შესვლას ელოდებიან და ამ დროის განმავლობაში მოუხდათ უამრავი სვხადასხვა სახის დაბრკოლების გადალახვა.


„დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ ყველა დიდი თუ მცირე პრობლემა დაძლეულია და მშენებლობის დაწყებას აფერხებს საქალაქო სამსახურის, მსუბუქად ვიტყოდი, გულგრილი დამოკიდებულება პრობლემისადმი. არათუ არ ითანხმებენ, პასუხსაც არ იძლევიან (როგორც ჩანს, დადებითი პასუხის გაცემა არ სურთ და უარყოფითის შემთხვევაში იციან, რომ სასამართლოს ძალით მოუხდებათ ვერდიქტის შეცვლა) სატრანსპორტო სქემის დამტკიცების თაობაზე. არადა, 2017 წელს ეს საკითხიც დადებითად იყო გადაწყვეტილი“, - ამბობს დაზარალებულთა ერთ-ერთი წარმომადგენელი.


„იძულებულნი ვართ, საჯარო აქტივობით, კერძოდ, მერიასთან საპროტესტო აქციით, ვაიძულოთ საქალაქო სამსახური, დაუყოვნებლივ მოგვაქციოს სათანადო ყურადღება და გადაგვიწყვიტოს პრობლემა.



აქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, უბრალოდ,“ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“, საკითხისადმი საკუთარი  უგულისყურობით, ჯერჯერობით, ურთიერთობის სხვა ფორმატს არ ტოვებს. იმედი გვაქვს, ჩვენს აქტივობას, ბატონი მერისა და მისი მოადგილეების მხრიდან, სათანადო რეაგირება მოჰყვება და ჩვენი კონკრეტული, პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება“, აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

 

საპროტესტო აქცია 12 აპრილს, 14 საათზე, მერიის შენობასთან არის დაგეგმილი. საინიციატივო ჯგუფი მედიას აქციის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისა და საკუთრივ აქციის გაშუქების თხოვნით მიმართავს.

 

საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირება შემდეგ საკონტაქტო ნომრებზეა შესაძლებელი: 599 547447;  599 364252;  599 957455





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up